ცვლის ანგარიში - გვაწვდის ინფორმაციას აგს-ზე განხორციელებული საწვავის მოძრაობის შესახებ, რომელიც ავტომატურად აისახება ApexFuelStation-ში შესრულებული ოპერაციების მიხედვით ცვლის დახურვის შემდეგ (საწვავის რეალიზაცია ტალონებით და საწვავის რეალიზაცია ბარათებით). დახურულ ცვლაში შესაძლებელია ფორმაში დამატებითი ინფორმაციის შეტანა, რომელიც არ სრულდება ApexFuelStation-ში (მაგ: საწვავის შემოსავალი, საწვავის გადაადგილება, საწვავის რეალიზაცია ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით).
ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფორმა:
ფორმის ზედა მარცხენა ნაწილში მოცემულია ცვლის გახსნის და დახურვის თარიღები;
ფორმის ქვედა მარცხენა ნაწილში მოცემულია საწვავის სახეობები;
ფორმის მარჯვენა ნაწილში მოცემულია ცვლის განმავლობაში საწვავის სახეობის მიხედვით განხორციელებული ქმედებები (ინფორმაცია გამოდის რაოდენობრივად, მაგალითად რამდენი ლიტრი საწვავი გაიყიდა მოცემულ ცვლაში მრიცხველების ამონაწერის მიხდვით და სხვ.).
ფორმაში მოქმედებს ბრძანებები:
ფორმის ზედა ნაწილში მოცემულია ინფორმაცია საწვავის მოძრაობის შესახებ (ცვლის ჭრილში), რედაქტირებადი გრაფები მოცემულია განსხვავებული ფერით, რომლის შეტანაც ხდება ხელით, ხოლო რეალიზაცია ტალონებით და რეალიზაცია ბარათებით ავტომატურად აისახება ApexFuelStation-ის მიხედვით და მასში ცვლილების შეტანა შეუძლებელია.
მათ შორის მრიცხველებით - გრაფაში ინფორმაცია ამოდის ApexFuelStation-დან, ცვლის დახურვის დროს შეყვანილი ინფორმაციის საფუძველზე (ამოდის სხვაობა ცვლის გახსნისა და ცვლის დახურვის ჩვენებებს შორის);
გადაადგილება (გასავალი) - ივსება იმ შემთხვევაში, თუ მოხდა საწვავის გასავლის ოპერაცია;
სხვა - გამოიყენება სხვა ტიპის (რომელიც არ არის შევსებული ზემოთ მოცემულ სხვა სტრიქონებში) შემოსავლებისა და გასავლების მისათითებლად.
ფორმაში მოქმედებს შემდეგი ბრძანებები:
შენახვა - ბრძანების გამოყენებით შეიცვლება საწვავის ფასი ცვლის მიხედვით;
გასვლა - ბრძანებით უქმდება დარედაქტირებული ჩანაწერები, შესაბამისად საწვავის ფასის ცვლილება არ ხდება.
|
Copyright (c) 2015. All rights reserved.
|
|
What do you think about this topic? Send feedback!
|