You are here: პროგრამის შესახებ > ApexFuel
Apex Fuel Documentation
ContentsIndexHome
PreviousUpNext
ApexFuel

ApexFuel წარმოადგენს თანამედროვე სრულფუნქციონალურ კომპიუტერულ პროგრამას, რომელიც განკუთვნილია საწვავის ტალონებისა და ბარათების აღრიცხვისთვის. პროგრამის მუშაობა შესაძლებელია როგორც Apex ERP-ის ბაზაზე, ასევე დამოუკიდებლად. Apex ERP-სთან ინტეგრაციის შემთხვევაში Apex ERP-ს ბაზაში არსებული ცნობარები (მაგ: ფილიალები, კომპანიები (დებიტორები), საქონლის ცნობარი) ავტომატურად დაკავშირებულია ApexFuel-თან. 

ApexFuel პროგრამის დახმარებით შეგიძლიათ შექმნათ დაბეჭდილი საწვავის ტალონების ჩამონათვალი, გასცეთ ტალონები იურიდიულ პირებზე, ჩატვირთოთ საწვავი ბარათებზე როგორც ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, ასევე ხელშეკრულების გარეშე, შექმნათ სისტემის მომხმარებელთა სია, მიანიჭოთ წვდომა მომხმარებლებს პროგრამის სხვადასხვა მოდულზე/ფუნქციონალზე მათი ფუნქციებისა და მოვალეობების შესაბამისად. ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში საწვავის რეალიზაციისას გათვალისწინებული იქნება ხელშეკრულებით დადგენილი პირობები: ფასები, ფასდაკლებები. 

ApexFuel პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ წესებს და საშუალებას გაძლევთ rs.ge-ის პორტალზე ატვირთოთ ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურები, აკონტროლოთ მათი სტატუსები. 

ApexFuel ინტეგრირებულია Apex ERP-სთან და პროგრამასთან ApexFuelStation (საწვავის რეალიზაცია გაცემული ტალონების და ბარათების მიხედვით), რაც უზრუნველყოფს ბუღალტრული გატარებების ავტომატურ ფორმირებას და საწვავის ნაშთების აღრიცხვას.

Name 
Description 
პროგრამაში შესასვლელად ”Desktop”-ზე აირჩიეთ პიქტოგრამა და დააჭირეთ ”Enter”-ს ან მაუსის მარცხენა ღილაკს დააჭირეთ ორჯერ. შედეგად ეკრანზე გამოვა ფანჯარა:

ფანჯარას აქვს ორი გრაფა:

  • User Name - გრაფა განკუთვნილია პროგრამაში მომხმარებლის სახელის შესაყვანად;
  • Password - გრაფა განკუთვნილია სისტემაში მომხმარებლის პაროლის შესაყვანად.

პროგრამაში შესასვლელად დააჭირეთ ”Enter”-ს ან მაუსის მარცხენა ღილაკით დააჭირეთ Ok-ს.
ფანჯარაში, ასევე, გვხვდება ღილაკი More details. ღილაკზე დაჭერით დამატებით გამოჩნდება სერვისის მისამართის ასარჩევი ველი:

Service Address-ის არჩევა ხდება ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით, ხოლო თუ საჭიროა მისი რედაქტირება, დამატება ან წაშლა, მაშინ გამოიყენეთ ჩამოსაშლელი ისრის გვერდით განთავსებული რედაქტირების ღილაკი. ეკრანზე გამოვა ფანჯარა "სერვისის მისამართები":

ფანჯარაში განთავსებულია ბრძანებები:

  • არჩევა - ბრძანების გამოყენებით შეგვიძლია... more 
სისტემა - მოდულის გამოყენებით შესაძლებელია პაროლისა და სამუშაო გარსის (ინტერფეისის) გაფორმების ("თემის") შეცვლა, პროგრამის გადატვირთვა და პროგრამიდან გასვლა.

პაროლის შეცვლა - ბრძანება გამოიყენება მომხმარებლის პაროლის შესაცვლელად. მისი გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის შემდეგი სახის ფანჯარა:

ფანჯარაში შესავსებია შემდეგი გრაფები:
  • მიმდინარე პაროლი - გრაფაში ვუთითებთ პროგრამის მომხმარებლის მიმდინარე პაროლს (რომლის შეცვლაც გვინდა);
  • ახალი პაროლი - გრაფაში უთითებთ მომხმარებლის ახალ პაროლს;
  • გაიმეორეთ პაროლი - გრაფაში განმეორებით ვუთითებთ მომხმარებლის ახალ პაროლს;
  • Ok -ღილაკის გამოყენებით მომხმარებლის პაროლი შეიცვლება;
  • Cancel - ღილაკის გამოყენებით უქმდება ჩანაწერი.

თემები - ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოდის თემების ჩამონათვალი. სასურველ თემაზე დაჭერით იცვლება ეკრანის ფონი.


პროგრამის გადატვირთვა - ბრძენება უზრუნველყოფს პროგრამის გადატვირთვას;... more 
ადმინისტრირება - მოდული აერთიანებს ღილაკებს უფლებების მართვა და კომპანიის რეკვიზიტები. უფლებების მართვა განკუთვნილია მომხმარებლების დამატებისა და მათზე დაკისრებული მოვალეობების შესაბამისი პროგრამული უფლებების განსაზღვრისთვის, ხოლო კომპანიის რეკვიზიტები კი გამოიყენება პროგრამაში კომპანიის ინფორმაციის შესავსებად, რომელიც შემდგომში ავტომატურად დაიტანება მიღება-ჩაბარების აქტის საბეჭდ ფორმაზე.
 
ცნობარები - მოდული განკუთვნილია დამხმარე ცნობარების (საწვავის, კომპანიების, ფილიალები, საწვავის მრიცხველები) შესაქმნელად. თუ პროგრამა დაკავშირებულია „Apex ERP“-სთან ინფორმაციის გადმოტანა „ApexFuel"-ში ხდება ავტომატურად.

ცნობარებში ერთიანდება:  
ოპერაციები - მოდული განკუთვნილია ტალონების რეგისტრაციისა და შეკვეთების გენერაციისთვის.

ოპერაციებში ერთიანდება:  
 
Copyright (c) 2015. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!