You are here: პროგრამის შესახებ > ApexFuel > ოპერაციები
Apex Fuel Documentation
ContentsIndexHome
PreviousUpNext
ოპერაციები

ოპერაციები - მოდული განკუთვნილია ტალონების რეგისტრაციისა და შეკვეთების გენერაციისთვის. 

 

ოპერაციებში ერთიანდება:

Name 
Description 
ტალონები - არის ოპერაციების მენიუს ბრძანება, რომელიც განკუთვნილია საწვავის ტიპების/სახეების მიხედვით ტალონების რეგისტრაციისთვის.
ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოვა შემდეგი სახის ფორმა:

ფორმაში განთავსებულია ბრძანებები:
  • განახლება - არის პროგრამისთვის დამახასიათებელი სტანდარტული ბრძანება, რომელიც გვხვდება სხვადასხვა მოდულის მენიუს ზოლში. მისი გამოყენებით ხდება იმ ფორმის განახლება (სასურველი ინფორმაციის გამოტანა), რომელშიც იმყოფება მომხმარებელი;
  • სიის დამატება - ბრძანება უზრუნველყოფს დასაბეჭდი ტალონებისთვის საჭირო მახასიათებლების დამატებას (ტალონების საწყისი და საბოლოო ნომერი, რაოდენობა და სხვ.). მისი გამოყენებით ეკრანზე განთავსდება დიალოგური ფანჯარა "ტალონების დამატება":
    • თარიღი - გრაფაში ავტომატურად ამოდის მიმდინარე თარიღი, ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით (ან კლავიატურიდან შესაბამისი ციფრების აკრეფით) შესაძლებელია თარიღის ცვლილება;
    • პრეფიქსი - პროგრამაში წინასწარ ხდება განსაზღვრა, თუ რამდენი... more 
შეკვეთები - არის ოპერაციების მენიუს ბრძანება, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიების მიხედვით საწვავის შეკვეთისა და გაცემის აღრიცხვას ტალონებისა და საწვავის ბარათების მიხედვით, გაცემული ტალონებისა და ბარათზე დარიცხული საწვავის მიხედვით rs.ge-ს პორტალზე ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურის ატვირთვას, გადაგზავნას და სტატუსების მიხედვით კონტროლს. ბრძანების გამოყენებით ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფანჯარა:

ფორმაში განთავსებულია ბრძანებები:
  • განახლება - არის პროგრამისთვის დამახასიათებელი სტანდარტული ბრძანება, რომელიც გვხვდება სხვადასხვა მოდულის მენიუს ზოლში. მისი გამოყენებით ხდება იმ ფორმის განახლება (სასურველი ინფორმაციის გამოტანა), რომელშიც იმყოფება მომხმარებელი;
  • დამატება - ბრძანება უზრუნველყოფს შეკვეთის დამატებას, სადაც გათვალისწინებულია სხვადასხვა საშუალებები საწვავის გაცემისა (როგორც ხელშეკრულებით, ასევე ხელშეკრულების გარეშე) და rs.ge-ს პორტალზე ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურის ატვირთვისთვის;
  • რედაქტირება - ბრძანება... more 
კომპანიის ტალონები - გვაწვდის ანალიზურ ინფორმაციას კომპანიების მიხედვით აქტიური ტალონების შესახებ, ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფორმა:

ფორმაში განთავსებულია ბრძანებები განახლება და გასვლა.
  • განახლება - გამოიყენება სასურველი კომპანიის არჩევის შემდეგ. ჩამოსაშლელი ღილაკის გამოყენებით გრაფაში "კომპანია" შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი კომპანია, გამოიყენოთ ღილაკი "განახლება". შედეგად ფორმის მარჯვენა მხარეს გამოვა ინფორმაცია კომპანიის აქტიური ტალონების შესახებ.
  • გასვლა - ბრძანება უზრუნველყოფს ფორმიდან "კომპანიის ტალონები" გასვლას.
 
ბარათები - არის ოპერაციების მენიუს ბრძანება, რომელიც განკუთვნილია საწვავის ბარათების რეგისტრაციისთვის. ფორმა დაკავშირებულია პროგრამაში არსებულ კომპანიების ცნობართან. საწყის ეტაპზე კომპანიაზე ავტომატურად ხდება ძირითადი (ვირტუალური) ბარათის მიბმა, რომელზეც ერიცხება მას შეძენილი საწვავი. მომდევნო ეტაპზე პროგრამა "ApexFuelClient"-ის გამოყენებით ხდება ძირითადი (ვირტუალური) ბარათიდან თანამშრომლის (რეალურ) ბარათებზე საწვავის გადატანა. თანამშრომლის ბარათი გამოიყენება აგს-დან საწვავის გაცემისთვის.
ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფორმა:

ფორმის მარცხენა ნაწილი განკუთვნილია კომპანიების ჩამონათვალისთვის, რომელიც ავტომატურად ივსება პროგრამაში არსებული კომპანიების ცნობარის მიხედვით.
ფორმის ზედა მარჯვენა ნაწილში მოცემულია ინფორმაცია კომპანიის რეგისტრირებული ბარათების შესახებ. კომპანიას შესაძლებელია ჰქონდეს სასურველი რაოდენობის ბარათები და ბარათებზე საწვავის გადანაწილება მოახდინოს სურვილისამებრ პროგრამა "... more 
ცვლის ანგარიში - გვაწვდის ინფორმაციას აგს-ზე განხორციელებული საწვავის მოძრაობის შესახებ, რომელიც ავტომატურად აისახება ApexFuelStation-ში შესრულებული ოპერაციების მიხედვით ცვლის დახურვის შემდეგ (საწვავის რეალიზაცია ტალონებით და საწვავის რეალიზაცია ბარათებით). დახურულ ცვლაში შესაძლებელია ფორმაში დამატებითი ინფორმაციის შეტანა, რომელიც არ სრულდება ApexFuelStation-ში (მაგ: საწვავის შემოსავალი, საწვავის გადაადგილება, საწვავის რეალიზაცია ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით).
ბრძანების გამოყენების შედეგად ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფორმა:

ფორმის ზედა მარცხენა ნაწილში მოცემულია ცვლის გახსნის და დახურვის თარიღები;
ფორმის ქვედა მარცხენა ნაწილში მოცემულია საწვავის სახეობები;
ფორმის მარჯვენა ნაწილში მოცემულია ცვლის განმავლობაში საწვავის სახეობის მიხედვით განხორციელებული ქმედებები (ინფორმაცია გამოდის რაოდენობრივად, მაგალითად რამდენი ლიტრი საწვავი გაიყიდა მოცემულ ცვლაში მრიცხველების ამონაწერის მიხდვით და სხვ.).... more 
Copyright (c) 2015. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!