ApexFuel წარმოადგენს თანამედროვე სრულფუნქციონალურ კომპიუტერულ პროგრამას, რომელიც განკუთვნილია საწვავის ტალონებისა და ბარათების აღრიცხვისთვის. პროგრამის მარტივი სამუშაო გარსი მოგცემთ საშუალებას დაზოგოთ შრომითი რესურსები, ხარჯების მინიმიზაციით უფრო ეფექტურად დაგეგმოთ და მართოთ ყოველდღიური სამუშაო პროცესი.
პროგრამის მუშაობა შესაძლებელია როგორც Apex ERP-ის ბაზაზე, ასევე დამოუკიდებლად, შესაბამისად
Apex ERP-ის ბაზაში არსებული ცნობარები (მაგ: ფილიალები, კომპანიები (დებიტორები), საქონლის ცნობარი) ავტომატურად დაკავშირებულია ApexFuel-თან. პროგრამის დახმარებით შეგიძლიათ შექმნათ დაბეჭდილი საწვავის ტალონების ჩამონათვალი, გასცეთ ტალონები იურიდიულ პირებზე, ჩატვირთოთ საწვავი ბარათებზე როგორც ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, ასევე ხელშეკრულების გარეშე, შექმნათ სისტემის მომხმარებელთა სია, მიანიჭოთ წვდომა მომხმარებლებს პროგრამის სხვადასხვა მოდულზე/ფუნქციონალზე მათი ფუნქციებისა და მოვალეობების შესაბამისად.
ApexFuel პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ წესებს და საშუალებას გაძლევთ rs.ge-ის პორტალზე ატვირთოთ ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურები, აკონტროლოთ მათი სტატუსები. ApexFuel ინტეგრირებულია
Apex ERP-სთან და პროგრამასთან
ApexFuelStation (საწვავის რეალიზაცია გაცემული ტალონების და ბარათების მიხედვით), რაც უზრუნველყოფს ბუღალტრული გატარებების ავტომატურ ფორმირებას და საწვავის ნაშთების აღრიცხვას.
ApexFuelStation პროგრამა განკუთვნილია აგს-ებიდან ტალონებისა და ბარათების გამოყენებით საწვავის რეალიზაციისთვის. პროგრამა ინტეგრირებულია
Apex ERP-სთან, ApexFuel-თან და ApexFuelClient-თან. ეს უზრუნველყოფს სამუშაო ცვლის განმავლობაში განხორციელებული ოპერაციების ავტომატურ ასახვას შესაბამის პროგრამაში, რაც სამუშაო პროცესების ანალიზისა და კონტროლისთვის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.
პროგრამაში მუშაობა შესაძლებელია ნებისმიერი მოწყობილობით, იმ შემთხვავაში თუ მოწყობილობა უზრუნველყოფილია ოპერაციული სისტემით Windows.
შპს აპექსი გთავაზობთ თანამედროვე სისტემას ApexFuelClient, რომელიც განკუთვნილია საწვავის რეალიზატორი კომპანიის კლიენტებისთვის (ApexFuel-ის მომხმარებლების კლიენტებისთვის). პროგრამიის გამოყენებით შესაძლებელია შეძენილი საწვავის გადანაწილება კომპანიის მთავარი (ვირტუალურ) ბარათიდან თანამშრომლების ბარათებზე. ApexFuelClient საშუალებას გაძლევთ ოპტიმალურად გაანაწილოთ შეძენილი საწვავის რაოდენობა; ბარათის დაკარგვის, დაზიანების ან თანამშრომელთან ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში "შეაჩეროთ" ბარათის გამოყენება და ბარათზე არსებული საწვავის ნაშთი გადაიტანოთ აქტიურ ბარათზე, მიიღოთ ანალიზური ინფორმაცია ბარათზე საწვავის მოძრაობის შესახებ ნებისმიერი პერიოდის მიხედვით.
Name |
Description |
ApexFuel წარმოადგენს თანამედროვე სრულფუნქციონალურ კომპიუტერულ პროგრამას, რომელიც განკუთვნილია საწვავის ტალონებისა და ბარათების აღრიცხვისთვის. პროგრამის მუშაობა შესაძლებელია როგორც ![]() ![]() ApexFuel პროგრამის დახმარებით შეგიძლიათ შექმნათ დაბეჭდილი საწვავის ტალონების ჩამონათვალი, გასცეთ ტალონები იურიდიულ პირებზე, ჩატვირთოთ საწვავი ბარათებზე როგორც ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, ასევე ხელშეკრულების გარეშე, შექმნათ სისტემის მომხმარებელთა სია, მიანიჭოთ წვდომა მომხმარებლებს პროგრამის სხვადასხვა მოდულზე/ფუნქციონალზე მათი ფუნქციებისა და მოვალეობების შესაბამისად. ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში საწვავის რეალიზაციისას გათვალისწინებული იქნება ხელშეკრულებით დადგენილი პირობები: ფასები, ფასდაკლებები. ApexFuel პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ... more | |
![]() პროგრამაში მუშაობა შესაძლებელია ნებისმიერი მოწყობილობით, იმ შემთხვევაში თუ მოწყობილობა უზრუნველყოფილია ოპერაციული სისტემით Windows. | |
![]() ApexFuel-ის ვებ პროგრამის გამოყენებით კომპანიები შეძლებენ ოპტიმალურად გაანაწილონ შეძენილი საწვავის რაოდენობა, ასევე, ბარათის დაკარგვის, დაზიანების ან თანამშრომელთან ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში დროებით ან მუდმივად არააქტიური ("შეჩერებული") გახადონ ბარათები და მათზე არსებული საწვავის ნაშთი გადაიტანონ აქტიურ ბარათებზე, მიიღონ ანალიზური ინფორმაცია საწვავის მოძრაობის შესახებ ნებისმიერი პერიოდის მიხედვით. |
Copyright (c) 2015. All rights reserved.
|
What do you think about this topic? Send feedback!
|