შპს აპექსი საწვავის რეალიზატორებს სთავაზობს საწვავის განაწილების თანამედროვე მოქნილ სისტემას - Apex Fuel ვებ ინტერფეისში. Apex Fuel-ის გამოყენებით საწვავის რეალიზატორების კლიენტ კომპანიებს საშუალება აქვთ მართონ თავიანთი კომპანიის მიერ შესყიდული საწვავის რაოდენობა, შეძენილი საწვავი გაანაწილონ კომპანიის მთავარი (ვირტუალური) ბარათიდან თანამშრომლების ბარათებზე.
ApexFuel-ის ვებ პროგრამის გამოყენებით კომპანიები შეძლებენ ოპტიმალურად გაანაწილონ შეძენილი საწვავის რაოდენობა, ასევე, ბარათის დაკარგვის, დაზიანების ან თანამშრომელთან ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში დროებით ან მუდმივად არააქტიური ("შეჩერებული") გახადონ ბარათები და მათზე არსებული საწვავის ნაშთი გადაიტანონ აქტიურ ბარათებზე, მიიღონ ანალიზური ინფორმაცია საწვავის მოძრაობის შესახებ ნებისმიერი პერიოდის მიხედვით.
Name |
Description |
ავტორიზაციის გავლა გულისხმობს Apex Fuel-ის ვებ პროგრამაში შესვლას. ავტორიზაციის გავლა ხდება მომხმარებლისა და პაროლის შეყვანის შედეგად. ვებ-გვერდზე შესვლისას (ვებ-გვერდის მისამართი გადმოგეცემათ სისტემის ადმინისტრატორის მიერ) გამოვა ქვემოთ მოცემული ფანჯარა: ![]() სურათზე მოცემულია ორი გრაფა:
| |
ავტორიზაციის გავლის შემდეგ თქვენს ეკრანზე გამოჩნდება სტანდარტული სამუშაო ფანჯარა, რომლის ღილაკების მნიშვნელობები განმარტებულია ქვემოთ: ![]()
ფანჯრის მარცხენა ნაწილში განთავსებულია მენიუ, მის მარჯვნივ განთავსებულია აქტიური ფანჯრები. ფანჯრების დასახელებები გამოდის აქტიური ფანჯრების ღილაკების (განახლება, გაშლა/შეკუმშვა) ზემოთ, როგორც სურათზეა აღნიშნული. მენიუში, როგორც სურათზე ვხედავთ, მოცემულია სამი ჩანართი: "მთავარი", "დახმარება" და "საიტის შესახებ". დახმარების გამოყენებით გადავდივართ პროგრამის Help-ის გვერდზე, ხოლო "საიტის შესახებ" გვაწვდის ინფორმაციას "საწვავის განაწილების... more | |
მთავრი მენიუ გამოიყენება საწვავის შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საკუთარ ბარათებზე საწვავის განაწილებისა და საწვავის ნებიმიერი მოძრაობის ანალიზისთვის. მთავარი მენიუს ღილაკები განლაგებულია ფანჯრის მარცხენა ნაწილში სურათზე მოცემული სახით: ![]() მენიუ, როგორც სურათზე ჩანს, შედგება ოთხი ნაწილისგან:
| |
დახმარება წარმოადგენს მენიუს ბრძანებას, რომლის გამოყენებით გადავდივართ პროგრამის Help-ის გვერდზე, სადაც შეგვიძლია მივიღოთ დეტალური ინფორმაცია პროგრამის ფუნქციონალის შესახებ. Apex Fuel Client Help-ი წარმოადგენს სახელმძღვანელო წიგნს, რომელიც დაეხმარება პროგრამის მომხმარებლებს მუშაობის პროცესების შეუფერხებლად წარმართვაში. | |
საიტის შესახებ წარმოადგენს მენიუს ბრძანებას, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას "საწვავის განაწილების სისტემის" პროგრამული ვერსიის შესახებ. |
Copyright (c) 2015. All rights reserved.
|
What do you think about this topic? Send feedback!
|