You are here: პროგრამის შესახებ
Apex Fuel Documentation
ContentsIndexHome
Topics
Topics
Name 
Description 
ApexFuel წარმოადგენს თანამედროვე სრულფუნქციონალურ კომპიუტერულ პროგრამას, რომელიც განკუთვნილია საწვავის ტალონებისა და ბარათების აღრიცხვისთვის. პროგრამის მუშაობა შესაძლებელია როგორც Apex ERP-ის ბაზაზე, ასევე დამოუკიდებლად. Apex ERP-სთან ინტეგრაციის შემთხვევაში Apex ERP-ს ბაზაში არსებული ცნობარები (მაგ: ფილიალები, კომპანიები (დებიტორები), საქონლის ცნობარი) ავტომატურად დაკავშირებულია ApexFuel-თან.
ApexFuel პროგრამის დახმარებით შეგიძლიათ შექმნათ დაბეჭდილი საწვავის ტალონების ჩამონათვალი, გასცეთ ტალონები იურიდიულ პირებზე, ჩატვირთოთ საწვავი ბარათებზე როგორც ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, ასევე ხელშეკრულების გარეშე, შექმნათ სისტემის მომხმარებელთა სია, მიანიჭოთ წვდომა მომხმარებლებს პროგრამის სხვადასხვა მოდულზე/ფუნქციონალზე მათი ფუნქციებისა და მოვალეობების შესაბამისად. ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში საწვავის რეალიზაციისას გათვალისწინებული იქნება ხელშეკრულებით დადგენილი პირობები: ფასები, ფასდაკლებები.
ApexFuel პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ... more 
ApexFuelStation პროგრამა გათვალისწინებულია აგს-ებიდან ტალონებისა და ბარათების გამოყენებით საწვავის რეალიზაციისთვის. პროგრამა ინტეგრირებულია ApexFuel-თან და Apex FuelClient-თან. ეს უზრუნველყოფს სამუშაო ცვლის განმავლობაში განხორციელებული ოპერაციების ავტომატურ ასახვას შესაბამის პროგრამაში, რაც სამუშაო პროცესების ანალიზისა და კონტროლისთვის საუკეთესო შესაძლებლობას წარმოადგენს.
პროგრამაში მუშაობა შესაძლებელია ნებისმიერი მოწყობილობით, იმ შემთხვევაში თუ მოწყობილობა უზრუნველყოფილია ოპერაციული სისტემით Windows
შპს აპექსი საწვავის რეალიზატორებს სთავაზობს საწვავის განაწილების თანამედროვე მოქნილ სისტემას - Apex Fuel ვებ ინტერფეისში. Apex Fuel-ის გამოყენებით საწვავის რეალიზატორების კლიენტ კომპანიებს საშუალება აქვთ მართონ თავიანთი კომპანიის მიერ შესყიდული საწვავის რაოდენობა, შეძენილი საწვავი გაანაწილონ კომპანიის მთავარი (ვირტუალური) ბარათიდან თანამშრომლების ბარათებზე.
ApexFuel-ის ვებ პროგრამის გამოყენებით კომპანიები შეძლებენ ოპტიმალურად გაანაწილონ შეძენილი საწვავის რაოდენობა, ასევე, ბარათის დაკარგვის, დაზიანების ან თანამშრომელთან ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში დროებით ან მუდმივად არააქტიური ("შეჩერებული") გახადონ ბარათები და მათზე არსებული საწვავის ნაშთი გადაიტანონ აქტიურ ბარათებზე, მიიღონ ანალიზური ინფორმაცია საწვავის მოძრაობის შესახებ ნებისმიერი პერიოდის მიხედვით. 
Copyright (c) 2015. All rights reserved.