You are here: პროგრამის შესახებ > ApexFuel > სხვადასხვა > ინსტრუმენტები
Apex Fuel Documentation
ContentsIndexHome
PreviousUpNext
ინსტრუმენტები

ინსტრუმენტები ბრძანება უზრუნველყოფს პროგრამაში დამატებითი პარამეტრების გამოყენებას: 

 

 

1. ექსპორტი - ბრძანებით ხდება ჩანაწერის Excel-ის ფაილში გადატანა იმის მიხედვით, თუ ფორმის რომელ ნაწილში ვიმყოფებით; 

2. ბეჭდვა - ბრძანებით ხდება ჩანაწერის ბეჭდვით ფორმატში გადატანა იმის მიხედვით, თუ ფორმის რომელ ნაწილში ვიმყოფებით; 

3. განლაგების შენახვა - ბრძანებით ხდება სასურველი ფორმაში სვეტების განლაგების შენახვა. ნებისმიერ ფორმაში შესაძლებელია სვეტების განლაგება მოვაწყოთ სურვილისამებრ, დავმალოთ ან გამოვაჩინოთ ჩვენთვის სასურველი/არასასურველი სვეტი. სვეტის დასამალად საჭიროა დააჭიროთ სვეტის დასახელებას, გამოიყენოთ მაუსის მარცხენა ღილაკი და ჩამოაგდოთ იგი (სვეტი) ცხრილის ქვედა ნაწილში. დამალული სვეტის ეკრანზე გამოსატანად მაუსის კურსორი მიიტანეთ ნებისმიერი სვეტის დასახელებასთან, 

გამოიყენეთ მაუსის მარჯვენა ღილაკი. შედეგად, ეკრანზე გამოვა კონტექსტური მენიუ, საიდანაც აირჩევთ სასურველ სვეტს და მასზე მაუსის ორჯერ დაჭერით გამოიტანთ ცხრილში: 

 

კონტექსტურ მენიუში გვხვდება შემდეგი ბრძანებებიც:

  • სორტირება აღმავლობით - ბრძანების გამოყენება უზრუნველყოფს ცხრილში კონკრეტული სვეტის ჩანაწერების აღმავლობით დალაგებას. თუ ბრძანებას გამოიყენებთ ისეთი სვეტისთვის, სადაც ჩანაწერები მოცემულია ასოებით, მაშინ დალაგება მოხდება ანბანის ასოების თანმიმდევრობით (A-Z), ხოლო თუ სვეტში მოცემულია ციფრები (რიცხვითი მნიშვნელობები), დალაგება მოხდება ციფრების ზრდადობის მიხედვით (0...n);
  • სორტირება დაღმავლობით - ბრძანების გამოყენება უზრუნველყოფს ცხრილში კონკრეტული სვეტის ჩანაწერების დაღმავლობით დალაგებას. თუ ბრძანებას გამოიყენებთ ისეთი სვეტისთვის, სადაც ჩანაწერები მოცემულია ასოებით, მაშინ დალაგება მოხდება ანბანის ასოების თანმიმდევრობით (Z-A), ხოლო თუ სვეტში მოცემულია ციფრები (რიცხვითი მნიშვნელობები), დალაგება მოხდება ციფრების კლებადობის მიხედვით (n...0);
  • დაჯგუფება - ბრძანების გამოყენება უზრუნველყოფს ცხრილის ხაზების დაჯგუფებას იმის მიხედვით, თუ რომელ სვეტზე გამოიყენებთ ბრძანებას;
  • დაჯგუფების პანელის გაჩენა - ბრძანების გამოყენება უზრუნველყოფს ცხრილის ზედა ნაწილში დამატებითი ველის გაჩენას, სადაც გამოჩნდება დამაჯგუფებელი სვეტის დასახელება;
  • სვეტის დამალვა - ბრძანების გამოყენება უზრუნველყოფს ცხრილში სვეტის დამალვას იმის მიხედვით, თუ რომელ სვეტზე გამოიყენებთ ბრძანებას. დამალული სვეტის ჩავარდნა ყოველთვის ხდება დამალულ სვეტებში;
  • დამალული სვეტები - ბრძანების გამოყენება უზრუნველყოფს ცხრილში დამალული სვეტის გამოტანას, მისი გამოყენებით ეკრანზე განთავსდება დამატებითი ფანჯარა:
 

დამალული სვეტის ცხრილში გამოსატანად სასურველი სვეტის დასახელებაზე დააჭირეთ მაუსის მარცხენა ღილაკს ორჯერ ან მაუსის მარცხენა ღილაკით მოკიდეთ ხელი სასურველ სვეტს და გადაათრიეთ სასურველი სვეტის გვერდით.

  • სვეტის ოპტიმალური განლაგება - ბრძანების გამოყენება უზრუნველყოფს სვეტის სიგანის ფორმირებას მისი დასახელების სიგრძის შესაბამისად;
  • სვეტების ოპტიმალური განლაგება - ბრძანების გამოყენება უზრუნველყოფს ცხრილის განლაგებას იმგვარად, რომ ჩანდეს ყველა სვეტის სრული დასახელება;
  • ფილტრის რედაქტორი - ბრძანების გამოყენება უზრუნველყოფს ცხრილში რთული ფილტრების შექმნას, მისი გამოყენებით ეკრანზე გამოვა ფილტრის რედაქტორის ფანჯარა:
 

Equals - ტოლია (მაგალითად, თუ ვეძებთ კომპანიის დასახელებას "ნიკორა", გაგვიფილტრავს მხოლოდ იმ კომპანიას, რომლის დასახელებაც არის "ნიკორა"); 

Does not equal – არ უდრის (მაგალითად, თუ ვეძებთ ყველა კომპანიის დასახელებას, გარდა კომპანიისა "ნიკორა", გაგვიფილტრავს მხოლოდ იმ კომპანიებს, რომელთა დასახელებებიც არ არის "ნიკორა"); 

Is greater than – მეტია (მაგალითად, თუ ვეძებთ რიცხვით მნიშვნელობას, რომელიც მეტია 1-ზე, მაშინ გამოვიყენებთ ამ ფუნქციას); 

Is greater than or equal to - მეტია ან ტოლია (მაგალითად, თუ ვეძებთ რიცხვით მნიშვნელობას, რომელიც მეტია 100-ზე ან უდრის 100-ს, მაშინ გამოვიყენებთ ამ ფუნქციას); 

Is less than – ნაკლებია (მაგალითად, თუ ვეძებთ რიცხვით მნიშვნელობას, რომელიც ნაკლებია 1-ზე, მაშინ გამოვიყენებთ ამ ფუნქციას); 

Is less than or equal to – ნაკლებია ან ტოლია (მაგალითად, თუ ვეძებთ რიცხვით მნიშვნელობას, რომელიც ნაკლებია 100-ზე ან უდრის 100-ს, მაშინ გამოვიყენებთ ამ ფუნქციას); 

Is between – შუალედში/შორის (მაგალითად, [თანხა (ლ)] Is between 100 and 300 ფილტრი გამოიტანს ყველა იმ სტრიქონს, სადაც თანხა (ლ) მოთავსებულია რიცხვების 100-სა და 300-ის შუალედში); 

Is not between - შუალედის გარეთ (მოცემულ შუალედში არ არის); 

Contains - შეიცავს (მაგალითად, თუ ვეძებთ კომპანიის დასახელებას "ნიკორა", გაგვიფილტრავს ყველა იმ კომპანიას, რომელიც შეიცავს სიტყვას "ნიკორა"); 

Does not contain - არ შეიცავს (მაგალითად, თუ ვეძებთ ყველა კომპანიის დასახელებას გარდა იმ კომპანიისა, რომელიც შეიცავს დასახელებაში სიტყვას "ნიკორა", გაგვიფილტრავს ყველა იმ კომპანიას, რომელიც არ შეიცავს სიტყვას "ნიკორა"); 

Begins with - იწყება (მაგალითად, "[კომპანიის–დასახელება] Begins with "სატე" გამოიტანს ყველა იმ სტრიქონს, სადაც სვეტი კომპანიის დასახელება (კომპანიის დასახელება) იწყება ასოებით "სატე"); 

Ends with – ბოლოვდება - მაგალითად "[კომპანიის–დასახელება] Ends with "ორა" გამოიტანს ყველა იმ სტრიქონს, სადაც სვეტი კომპანიის დასახელება (კომპანიის დასახელება) ბოლოვდება ასოებით "ორა"); 

Is like – აკმაყოფილებს გარკვეულ "ნიღაბს". "ნიღაბი" შეიძლება შედგებოდეს ასოებისგან, ციფრებისგან და სპეციალური სიმბოლოებისაგან: 

% - ცვლის სიმბოლოების ნებისმიერ თანმიმდევრობას; 

"_" - ცვლის ერთ სიმბოლოს; 

[] – ში მოთავსებული სიმბოლოებიდან ნებისმიერი ერთი სიმბოლო; 

[^]-ში ^–ის შემდეგ მოთავსებულ სიმბოლოთაგან არც ერთი. 

მაგალითად, თუ ვეძებთ კომპანიებს შემდეგი "ნიღაბი"-ს გამოყყენებით: "%სატ%ე_ლი", ეს ნიშნავს, რომ გაფილტრულ მონაცემებში "სატ"–ის წინ და "სატ"–ის შემდეგ შეიძლება იყოს სიმბოლოების ნებისმიერი ერთობლიობა, "ე"-ს შემდეგ "ლ"-მდე შეიძლება იყოს ერთი ნებისმიერი სიმბოლო. 

"ა[აბგდევზთიკლმნ]ბანი" ნიღაბი ნიშნავს, რომ "ა"–სა და "ბანი"–ს შორის შეიძლება იყოს კვადრატულ ფრჩხილებში მოთავსებულ სიმბოლოთაგან ერთ–ერთი. 

კვადრატულ ფრჩხილებში შეიძლება იყოს შუალედიც: [ა–ჰ]. 

Is not like – არის Is like–ის საწინააღმდეგო; 

Is blank - ნიშნავს ცარიელ უჯრებს (გაგვიფილტრავს სვეტში მოთავსებულ ცარიელ უჯრებს); 

Is not blank - ნიშნავს არაცარიელ უჯრებს; 

Is any of - ჩამონათვალიდან ერთ–ერთი; 

Is none of - ჩამოთვლილთაგან არცერთი. 

 

And - და (უნდა სრულდებოდეს ამ ოპერატორით გაერთიანებული ყველა პირობა); 

Or - ან (უნდა სრულდებოდეს ამ ოპერატორით გაერთიანებული ერთ–ერთი პირობა მაინც); 

Not And – არ უნდა სრულდებოდეს ყველა პირობა (ანუ ერთ–ერთი პირობა მაინც არ უნდა სრულდებოდეს); 

Not Or - არ უნდა სრულდებოდეს არცერთი პირობა; 

Add Condition - ჯგუფში ახალი პირობის დამატება; 

Add Group - ზემოთ ჩამოთვლილ 4 ოპერატორთაგან ერთ–ერთით გაერთიანებული პირობათა ჯგუფის დამატება; 

Remove Group – ჯგუფის წაშლა; 

ურთიერთდამაკავშირებელი ოპერატორების დახმარებით მიიღება რთული ფილტრი.

  • ძებნის პანელის გამოჩენა - ბრძანების გამოყენება უზრუნველყოფს ძებნის პანელი გაჩენას, ძებნის პანელი შედგება საძებნი სიტყვის შესაყვანი გრაფისგან და ორი ღილაკისგან: ძებნა და წაშლა. ძებნის ველში ტექსტის ჩაწერის დროს ავტომატურად ხდება ძებნა მთელ ცხრილში (ყველა სვეტში), ცხრილის მონაცემები იფილტრება, ხოლო მოძებნილი დამთხვევები ყვითლად მოინიშნება ცხრილში.
  • ფილტრის ხაზის დამალვა-ბრძანების გამოყენება უზრუნველყოფს ცხრილში ფილტრის ხაზის დამალვას.
 

4. სტანდარტული განლაგება - ბრძანება უზრუნველყოფს კონკრეტული ფორმის სტანდარტული განლაგების აღდგენას. 

 

ინსტრუმენტების ღილაკი შეგიძლიათ იხილოთ ადმინისტრირების მოდულში უფლებების მართვის ჩანართში, ასევე ცნობარების მოდულში საწვავის ჩანართში, კომპანიებში, ფილიალებში და ა.შ.

Copyright (c) 2015. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!