საწვავის განაწილება - არის სისტემის მენიუს ბრძანება, რომელიც გამოიყენება კომპანიის ძირითადი (ვირტუალური) ბარათიდან საწვავის გასანაწილებლად სხვადასხვა ბარათებზე.
ბრძანების გამოყენებით ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფორმა:
"კომპანიის მთავარი ბარათი" - ფორმის მარცხენა ნაწილში მოცემულია საწვავის რეალიზატორი კომპანიის საწვავის ტიპების/სახეობების ჩამონათვალი. თითოეული სტრიქონის გასწვრივ მოცემულია ინფორმაცია საწვავის არსებული/შეძენილი ნაშთის, გასავლისა და დარჩენილი ნაშთის შესახებ.
"ბარათები" - ფორმის მარჯვენა ნაწილში ინფორმაცია გამოდის იმის მიხედვით, თუ საწვავის რომელი სახეობაა ფიქსირებული მარცხენა მხარეს. ყვითელი ფერით მოცემული სვეტი წარმოადგენს რედაქტირებადს. ამ სვეტში ივსება საწვავის ის რაოდენობა, რომელიც კომპანიის ძირითადი (ვირტუალური) ბარათიდან უნდა გადავიდეს კომპანიის სხვადასხვა ბარათზე.
ფორმაში მოქმედებს ბრძანებები:
ფორმაში მოქმედებს ბრძანებები:
განახლება - არის პროგრამისთვის დამახასიათებელი სტანდარტული ბრძანება, რომელიც გვხვდება სხვადასხვა მოდულის მენიუს ზოლში. მისი გამოყენებით ხდება იმ ფორმის განახლება (სასურველი ინფორმაციის გამოტანა), რომელშიც იმყოფება მომხმარებელი;
ექსპორტი - ბრძანების გამოყენებით შესაძლებელია ცხრილის ექსპორტი Excel-ის ფაილში;
გასვლა - ბრძანება უზრუნველყოფს ფორმიდან "ამონაწერი ბარათიდან"გასვლას.
"ამონაწერი ბარათიდან" ფორმაში მოცემულია ფილტრის შემდეგი გრაფები:
ბარათი - გრაფაში ავტომატურად ამოდის ბარათის ნომერი იმის მიხედვით, თუ რომელი საწვავის სტრიქონი გვქონდა ფიქსირებული ფორმის ("ამონაწერი ბარათიდან") გახსნამდე. მოცემული ბრძანების გამოყენების დროს, ასევე, შესაძლებელია ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით ავირჩიოთ სხვა ბარათიც;
საწვავი - გრაფაში ავტომატურად ამოდის საწვავი იმის მიხედვით, თუ საწვავის რომელი სტრიქონი გვქონდა ფიქსირებული ფორმის ("ამონაწერი ბარათიდან") გახსნამდე. მოცემული ბრძანების გამოყენების დროს, ასევე, შესაძლებელია ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით ავირჩიოთ საწვავის სხვა სახეობაც;
თარიღის შუალედი - საშუალებას გვაძლევს ავირჩიოთ სასურველი თარიღის შუალედი, შესაბამისად ამონაწერი ეკრანზე გამოვა არჩეული პერიოდის მიხედვით.
Copyright (c) 2015. All rights reserved.
|
What do you think about this topic? Send feedback!
|