You are here: პროგრამის შესახებ > ApexFuelClient > მთავარი მენიუ > ბარათები
Apex Fuel Documentation
ContentsIndexHome
PreviousUpNext
ბარათები

ბარათები - არის სისტემის მენიუს ბრძანება, რომელიც გამოიყენება საწვავის რეალიზატორი კომპანიის მიერ კლიენტი კომპანიის ძირითად ბარათზე დარიცხული საწვავის რაოდენობის, მოწოდებული ბარათების და მათზე არსებული ნაშთების აღრიცხვისთვის. ფორმიდან შესაძლებელია ბარათის ამონაწერის ნახვა, ბარათის რედაქტირება და მოცემულ ფორმაში არსებული ინფორმაციის ექსპორტი. 

ბრძანების გამოყენებით ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფორმა: 

 

"კომპანიის მთავარი ბარათი" - ფორმის მარცხენა ნაწილში მოცემულია საწვავის რეალიზატორი კომპანიის საწვავის ტიპების/სახეობების ჩამონათვალი. თითოეული სტრიქონის გასწვრივ მოცემულია საწვავის შესაბამისი სახეობის ის რაოდენობა, რაც დარიცხულია კლიენტის მთავარ ბარათზე; 

"ბარათები" - ფორმის მარჯვენა ნაწილში მოცემულია კომპანიის ბარათები (რომლებიც რეგისტრირდება პროგრამაში ApexFuel) და მათზე დარიცხული საწვავის ნაშთები. 

ფორმაში მოქმედებს ბრძანებები:

  • განახლება - არის პროგრამისთვის დამახასიათებელი სტანდარტული ბრძანება, რომელიც გვხვდება სხვადასხვა მოდულის მენიუს ზოლში. მისი გამოყენებით ხდება იმ ფორმის განახლება (სასურველი ინფორმაციის გამოტანა), რომელშიც იმყოფება მომხმარებელი;
  • ძებნა - ბრძანების გამოყენებით ფორმის მარჯვენა ნაწილში განთავსდება ძებნის პანელი. ძებნის პანელი შედგება საძებნი სიტყვის შესაყვანი სვეტისგან და ორი ღილაკისგან: ძებნა და წაშლა. ძებნის ველში ტექსტის ჩაწერის დროს ავტომატურად ხდება ძებნა მთელ ცხრილში (ყველა სვეტში), ხოლო ძებნის შედეგები ყვითლად მოინიშნება.
  • გაშლა - არის სისტემისთვის დამახასიათებელი სტანდარტული ბრძანება, რომელიც გვხვდება ყველა იმ ფორმის მენიუს ზოლში, სადაც არის ბრძანება შეკუმშვა. ბრძანების გამოყენებით ხდება ფორმის შეკუმშული სტრიქონების ეკრანზე სრულად გაფართოება;
  • შეკუმშვა - არის სისტემისთვის დამახასიათებელი სტანდარტული ბრძანება, რომელიც გვხვდება ყველა იმ ფორმის მენიუს ზოლში, სადაც არის ბრძანება გაშლა. ბრძანების გამოყენებით ხდება ფორმის ყველა გაფართოებული სტრიქონის შეკუმშვა;
  • ექსპორტი - ბრძანების გამოყენებით შესაძლებელია ცხრილის ექსპორტი Excel-ის ფაილში;
  • მიმდინარე ბარათის ამონაწერი - ბრძანების გამოყენებით შესაძლებელია სასურველი ბარათის ამონაწერის ნახვა (საწყისი ნაშთი, შემოსავალი, გასავალი და საბოლოო ნაშთი). ბრძანების გამოყენებით ეკრანზე განთავსდება ფანჯარა "ამონაწერი ბარათიდან":
 

ფორმაში მოქმედებს ბრძანებები: 

განახლება - არის პროგრამისთვის დამახასიათებელი სტანდარტული ბრძანება, რომელიც გვხვდება სხვადასხვა მოდულის მენიუს ზოლში. მისი გამოყენებით ხდება იმ ფორმის განახლება (სასურველი ინფორმაციის გამოტანა), რომელშიც იმყოფება მომხმარებელი; 

ექსპორტი - ბრძანების გამოყენებით შესაძლებელია ცხრილის ექსპორტი Excel-ის ფაილში; 

გასვლა - ბრძანება უზრუნველყოფს ფორმიდან "ამონაწერი ბარათიდან"გასვლას. 

 

"ამონაწერი ბარათიდან" ფორმაში მოცემულია ფილტრის შემდეგი გრაფები: 

ბარათი - გრაფაში ავტომატურად ამოდის ბარათის ნომერი იმის მიხედვით, თუ რომელი საწვავის სტრიქონი გვქონდა ფიქსირებული ფორმის ("ამონაწერი ბარათიდან") გახსნამდე. მოცემული ბრძანების გამოყენების დროს, ასევე, შესაძლებელია ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით ავირჩიოთ სხვა ბარათიც; 

საწვავი - გრაფაში ავტომატურად ამოდის საწვავი იმის მიხედვით, თუ საწვავის რომელი სტრიქონი გვქონდა ფიქსირებული ფორმის ("ამონაწერი ბარათიდან") გახსნამდე. მოცემული ბრძანების გამოყენების დროს, ასევე, შესაძლებელია ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით ავირჩიოთ საწვავის სხვა სახეობაც; 

თარიღის შუალედი - საშუალებას გვაძლევს ავირჩიოთ სასურველი თარიღის შუალედი, შესაბამისად ამონაწერი ეკრანზე გამოვა არჩეული პერიოდის მიხედვით. 

  • ბარათის რედაქტირება - ბრძანების გამოყენებით შესაძლებელია ბარათის რედაქტირება, შესაბამისად ეკრანზე განთავსდება ფანჯარა "ბარათის რედაქტირება":
 

ფანჯარაში განთავსებულია გრაფები: 

მფლობელი - გრაფაში ვუთითებთ ბარათის მფლობელის სახელს და გვარს (რაიმეს დარედაქტირებამდე ამ გრაფაში ინფორმაცია ამოდის ApexFuel-ში შევსებული მონაცემების მიხედვით); 

პინკოდი - გრაფაში ვუთითებთ ბარათის პინკოდს, რომელიც გამოიყენება აგს-ზე საწვავის ჩასხმის დროს (პინკოდის შეყვანის გარეშე ბარათიდან საწვავის მოხსნა შეუძლებელია. პინკოდის მითითება ნებაყოფლობითია); 

შეჩერებული - ღილაკის ჩართვა გულისხმობს ბარათის გამოყენების შეზღუდვას. შეჩერებული სტატუსის მქონე ბარათის გამოყენება შეუძლებელია აგს-ზე (მაგალითად, ბრძანების გამოყენება შესაძლებელია ბარათს დაკარგვის შემთხვევაში).

  • გასვლა - ბრძანება უზრუნველყოფს ფორმიდან "ბარათები" გასვლას.

Copyright (c) 2015. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!