გადატანა ბარათიდან ბარათზე - არის სისტემის მენიუს ბრძანება, რომელიც გამოიყენება ბარათიდან ბარათზე საწვავის გადასატანად. ოპერაცია შესაძლოა გამოიყენოთ იმ შემთხვევაში, თუ ძირითად (ვირტუალურ) ბარათზე აღარ არის საწვავის საკმარისი ნაშთი, ასევე, ბარათის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში.
ბრძანების გამოყენებით ეკრანზე განთავსდება შემდეგი სახის ფორმა:
ფორმის მარცხენა მხარეს ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით ვირჩევთ ბარათს, საიდანაც ხდება საწვავის გადატანა სხვა ბარათზე, ხოლო ფორმის მარჯვენა მხარეს ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით ვირჩევთ ბარათს, რომელზეც გვსურს საწვავის გადატანა. ბარათების არჩევის შედეგად ფორმაში განთავსდება საწვავის ტიპების ჩამონათვალი, ნაშთი გასავლის ბარათზე, გასავლის სვეტი და ნაშთი მიმღების ბარათზე:
ყვითელი ფერით მოცემული სვეტი წარმოადგენს რედაქტირებადს. აქ შეგვყავს ბარათიდან ბარათზე გადასატანი საწვავის სასურველი რაოდენობა.
ფორმაში მოქმედებს ბრძანებები:
განახლება - არის პროგრამისთვის დამახასიათებელი სტანდარტული ბრძანება, რომელიც გვხვდება სხვადასხვა მოდულის მენიუს ზოლში. მისი გამოყენებით ხდება იმ ფორმის განახლება (სასურველი ინფორმაციის გამოტანა), რომელშიც იმყოფება მომხმარებელი;
შენახვა - ბრძანების გამოყენებით ხდება ოპერაციის შესრულება, ე.ი. საწვავის სასურველი რაოდენობის გადატანა ერთი ბარათიდან მეორეზე;
გასვლა - ბრძანება უზრუნველყოფს ფორმიდან "გადატანა ბარათიდან ბარათზე" გასვლას.
Copyright (c) 2015. All rights reserved.
|
What do you think about this topic? Send feedback!
|