ბარათის ამონაწერი - ბრძანების გამოყენებით შესაძლებელია სასურველი ბარათის ამონაწერის ნახვა (საწყისი ნაშთი, შემოსავალი, გასავალი და საბოლოო ნაშთი). ბრძანების გამოყენებით ეკრანზე განთავსდება ფანჯარა "ამონაწერი ბარათიდან":
ფორმაში მოქმედებს ბრძანებები:
განახლება - არის პროგრამისთვის დამახასიათებელი სტანდარტული ბრძანება, რომელიც გვხვდება სხვადასხვა მოდულის მენიუს ზოლში. მისი გამოყენებით ხდება იმ ფორმის განახლება (სასურველი ინფორმაციის გამოტანა), რომელშიც იმყოფება მომხმარებელი;
ექსპორტი - ბრძანების გამოყენებით შესაძლებელია ცხრილის ექსპორტი Excel-ის ფაილში;
გასვლა - ბრძანება უზრუნველყოფს ფორმიდან "ამონაწერი ბარათიდან"გასვლას.
"ამონაწერი ბარათიდან" ფორმაში მოცემულია ფილტრის შემდეგი გრაფები:
ბარათი - გრაფაში ავტომატურად ამოდის ბარათის ნომერი იმის მიხედვით, თუ რომელი საწვავის სტრიქონი გვქონდა ფიქსირებული ფორმის ("ამონაწერი ბარათიდან") გახსნამდე. მოცემული ბრძანების გამოყენების დროს, ასევე, შესაძლებელია ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით ავირჩიოთ სხვა ბარათიც;
საწვავი - გრაფაში ავტომატურად ამოდის საწვავი იმის მიხედვით, თუ საწვავის რომელი სტრიქონი გვქონდა ფიქსირებული ფორმის ("ამონაწერი ბარათიდან") გახსნამდე. მოცემული ბრძანების გამოყენების დროს, ასევე, შესაძლებელია ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით ავირჩიოთ საწვავის სხვა სახეობაც;
თარიღის შუალედი - საშუალებას გვაძლევს ავირჩიოთ სასურველი თარიღის შუალედი, შესაბამისად ამონაწერი ეკრანზე გამოვა არჩეული პერიოდის მიხედვით.
Copyright (c) 2015. All rights reserved.
|
What do you think about this topic? Send feedback!
|