პაროლის შეცვლა - აღნიშნული ბრძანების გამოყენებით ეკრანზე გამოვა შესაბამისი დასახელების ფანჯარა:
- მიმდინარე პაროლი - გრაფაში ვუთითებთ პროგრამის მომხმარებლის მიმდინარე პაროლს (რომლის შეცვლაც გვინდა);
- ახალი პაროლი - გრაფაში ვუთითებთ მომხმარებლის ახალ პაროლს;
- ახალი პაროლი განმეორებით - გრაფაში ვუთითებთ მომხმარებლის ახალ პაროლს განმეორებით;
- Ok - ღილაკის გამოყენებით შეიცვლება სისტემაში შესასვლელი პაროლი;
- Cancel - ღილაკის გამოყენებით ხდება დიალოგური ფანჯრის დახურვა შენახვის გარეშე.