"სისტემური მენიუ" შედგება ბრძანებების ჩამონათვალისაგან:
• სკინები-წარმოადგენს სკინების ჩამონათვალს (ჩამონათვალის ღილაკი);
• გახსნილი ფანჯრები-გვიჩვენებს იმ ფანჯრების ჩამონათვალს, რომელებიც გამოტანილი ჰქონდა მომხმარებელს ეკრანზე (ჩამონათვალის ღილაკი);
• თვისებები-ბრძანებაზე დაწკაპებით ეკრანზე გამოდის ჩანართებიანი ფანჯარა. თითოეული ჩანართიდან შესაძლებელია სისტემისათვის გარკვეული თვისებების შეცვლა;
• განახლება-ბრძანების დახმარებით ხდება სისტემის განახლება;
• მოდულების მართვა-მომხმარებელს საშუალებას აძლევს სისტემაში ჩატვირთოს ან ამოტვირთოს სასურველი მოდულები;
• გადატვირთვა;
• პროგრამიდან გასვლა-უზრუნველყოფს პროგრამის დახურვას.
ასევე ნახეთ:
სათაური |
აღწერა |
სკინები (სისტემური მენიუს ბრძანება) წარმოადგენს ჩამონათვალის ღილაკს , მასზე დაწკაპებით ეკრანზე გამოდის სკინების ჩამონათვალი. სასურველ სკინზე დაწკაპებით იცვლება ეკრანის ფონი. მოქმედება სრულდება ასეთი თანმიმდევრობით: სისტემური მენიუ => სკინები =>სკინი (ჩამონათვალიდან). ![]() | |
გახსნილი ფანჯრები (სისტემური მენიუს ბრძანება) წარმოადგენს ჩამონათვალის ღილაკს. მისი დანიშნულებაა გვაჩვენოს ერთდროულად გახსნილი ფანჯრები. მოქმედება ხორციელდა შემდეგი თანმიმდევრობით: სისტემური მენიუ => გახსნილი ფანჯრები. მონიშნულ ბრძანებაზე დაწკაპებით ეკრანზე გამოდის გახსნილი ფანჯრების ჩამონათვალი. ჩამონათვალში კონკრეტულ ფანჯარაზე დაწკაპებით ეკრანზე გააქტიურდება შესაბამისი ფორმა. | |
თვისებები არის სისტემური მენიუს ბრძანება, თვისებებში შესასვლელად სრულდება მოქმედებათა თანმიმდევრობა: სისტემური მენიუ => თვისებები: ![]() მონიშნულ ბრძანებაზე დაწკაპებით ეკრანზე გამოდის იმავე დასახელების ფანჯარა საიდანაც შესაძლებელია სისტემისათვის თვისებების შეცვლა. ფანჯარას აქვს ჩანართები:
| |
პაროლის შეცვლა არის სისტემური მენიუს ბრძანება. პაროლის შესაცვლელად დაიცავით მოქმედებათა თანმიმდევრობა: სისტემური მენიუ => პაროლის შეცვლა: ![]() მონიშნულ ბრძანებაზე დაწკაპებით ეკრანზე გამოვა იმავე დასახელების ფანჯარა. ![]() ფანჯარას აქვს შემდეგი ველები:
| |
განახლება (Updates) არის სისტემური მენიუს ბრძანება, მისი დანიშნულებაა სისტემის განახლება. მოქმედება სრულდება შემდეგი თანმიმდევრობით: სისტემური მენიუ => განახლება: ![]() ბრძანებაზე დაწკაპებით ეკრანზე გამოდის იმავე დასახელების ფანჯარა. ![]() ფანჯარას აქვს შემდეგი ბრძანებები:
![]()
![]() დადასტურების შემთხვევაში სისტემა გადაიტვირთება და თავიდან შესვლის შემდეგ ყველა განახლებული მოდული იმუშავებს განახლებით მიღებული ცვლილებების გათვალისწინებით. თუ მომხმარებელს არ უნდა სისტემიდან გასვლა (აგრძელებს მუშაობას) მაშინ უნდა დააწკაპოს ღილაკზე "No", მოდულები... დაწვრილებით | |
მოდულების მართვა (Module Management) არის სისტემური მენიუს ბრძანება, რომლის დანიშნულებაა ახალი მოდულების დამატება ან სისტემიდან არა საჭირო მოდულების ამოღება. მოქმედება სრულდება შემდეგი თანმიმდევრობით: სისტემური მენიუ => მოდულების მართვა: ![]() ბრძანებაზე დაწკაპებით ეკრანზე გამოდის ფორმა "Module Management", რომელსაც აქვს ცხრილის ფორმა: ![]() ცხრილი შედგება შემდეგი სვეტებისაგან:
| |
გადატვირთვა არის სისტემური მენიუს ბრძანება, მასზე დაწკაპებით ხდება სისტემის გადატვირთვა. სისტემის გადატვირთვა ხდება შემდეგი თანმიმდევრობით: სისტემური მენიუ => გადატვირთვა: ![]() | |
პროგრამიდან გასვლა არის სისტემური მენიუს ბრძანება, მასზე დაწკაპებით ხდება სისტემის დახურვა მუშაობის დამთავრების შემდეგ. პროგრამიდან გასვლა ხდება შემდეგი თანმიმდევრობით: სისტემური მენიუ => პროგრამიდან გასვლა: ![]() შეიძლება ადგილი ჰქონდეს ასეთ შემთხვევასაც: მომხმარებელი მუშაობს სისტემაში, გახსნილი აქვს დიალოგური ფანჯარა და სურს რაიმე ინფორმაციის (მაგ. ანალიზური) ნახვა. მომხმერებელს შეუძლია მეორედ შევიდეს სისტემაში და საჭირო ინფორმაციის ნახვის შემდეგ ბრძანებაზე "პროგრამიდან გასვლა" დაწკაპებით დახუროს იგი, შემდეგ კი გააგრძელოს მუშაობა გახსნილ ფანჯარაში. |
Copyright (c) 2011. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|