Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
სისტემაში შესვლა

სისტემაში შესასვლელად ”Desktop”-ზე აირჩიეთ -პიქტოგრამა და დააჭირეთ ”Enter”-ს ან დააწკაპეთ ორჯერ, ეკრანზე გამოვა ფანჯარა: 

 

ფანჯარას აქვს ორი ველი:

  • User Name-ველში შეგვაქვს მომხმარებლის სახელი;
  • Password-შეგვაქვს პაროლი.

ერთი ველიდან მეორეში გადასასვლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ: „Tab“-ი, „Enter“-ი ან „მაუსი”. 

„Options“-ზე დააწკაპებით დამატებით გამოჩნდება Server-ის ასარჩევი ველი: 

 

Server-ის არჩევა ხდება ჩამოსასლელი ღილაკის დახმარებით: 

 

თუ საჭიროა სერვერის დასახელების რედაქტირება, დამატება, წაშლა ან ბაზის შეცვლა, მაშინ დააწკაპეთ რედაქტირების -ღილაკზე. ეკრანზე გამოვა ფანჯარა "Connections Manager": 

 

ფანჯარას აქვს შემდეგი ბრძანებები:

  • Add-ბრძანებაზე დაწკაპების შემდეგ ხდება მომხმარებლის მიერ სერვერის ახალი დასახელების დამატება, ეკრანზე გამოდის კავშირის (Connection) ფანჯარა:
  • ფანჯარაში ივსება შემდეგი ველები:
    • Name-ველში იწერება მომხმარებლის მიერ Server-ისათვის მინიჭებული სახელი;
    • Server-ველში იწერება Server-ის სახელი, რომელსაც ვუერთდებით. მაგ, "10.10.0.25"
    • Username-ველში იწერება მომხმარებლის სახელი, რომელიც მომხმარებელს მიანიჭა ადმინისტრატორმა;
    • Password-ველში იწერება სისტემაში შესასვლელი პაროლი, რომელიც მომხმარებელს მიანიჭა ადმინისტრატორმა;
    • DataBase-ველში იწერება ბაზის სახელი, რომელ ბაზასაც ვუერთდებით, მაგ, "AxApexNew"

ველების შევსების შემდეგ დააწკაპეთ "Test Connection" ღილაკზე, თუ გამოვიდა შეტყობინება 

, მაშინ კავშირი სერვერთან და შესაბამის ბაზასთან დამყარებულია და "Connection"-ფანჯარაში OK-ღილაკზე დაწკაპებით სევერის დასახელება დაემატება "Connections Manager" ფანჯარაში;

  • Edit-ბრძანება საშუალებას იძლევა დავარედაქტიროთ "Connections Manager" ფანჯარაში არჩეული სერვერის რეკვიზიტები "Connection" ფანჯარაში (შევიტანოთ ცვლილებები "Connection" ფანჯრის ველებში);
  • Delete-ბრძანებაზე დაწკაპებით "Connections Manager" ფანჯრიდან ამოიშლება მონიშნული სერვერის დასახელება;
  • Create Shortcut-ბრძანებაზე დაწკაპების შედეგად შეგვიძლია ჩვენთვის საურველ ადგილზე (მაგ, ”Desktop”-ზე) შევქმნათ -პიქტოგრამა.

 

"Options“-ზე დაწკაპების შემდეგ გააქტიურდება ნახატზე მარცხენა ქვედა კუთხეში გამოსახული ენის გადასართავი ღილაკი. მასზე დაწკაპებით შესაძლებელია გადართოთ თქვენთვის სასურველ ენაზე. ამის შემდეგ დააჭირეთ „Enter“-ს ორჯერ, ან დააწკაპეთ „Login“-ს და წარმატებით განხორციელდება სისტემაში შესვლა. თუ გადაიფიქრეთ სისტემაში შესვლა, დააწკაპეთ "Exit" ღილაკს. 

სისტემაში განმეორებით შესვლისას საკმარისია მხოლოდ სახელისა და პაროლის შეყვანა.

Copyright (c) 2011. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!