Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
თვისებები

თვისებები არის სისტემური მენიუს ბრძანება, თვისებებში შესასვლელად სრულდება მოქმედებათა თანმიმდევრობა: სისტემური მენიუ => თვისებები

 

მონიშნულ ბრძანებაზე დაწკაპებით ეკრანზე გამოდის იმავე დასახელების ფანჯარა საიდანაც შესაძლებელია სისტემისათვის თვისებების შეცვლა. ფანჯარას აქვს ჩანართები:

  • General-ჩანართიდან ხდება სისტემაში სამუშაო შრიფტების არჩევა, ფორმებში არსებულ ტექტურ ველების, combo box-ებისა და მათი საზღვრების ფერის შეცვლა და ა.შ.
  • Hot Keys-ჩანართში ხდება სხვადასხვა ოპერაციების სწრაფად შესასრულებლად კლავიშთა კომბინაციების შექმნა და შენახვა;
  • Apex MOF სერვისის პარამეტრები-ჩანართში ივსება MOF სერვისის პარამეტრები, რომელიც საჭიროა ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე (www.rs.ge) ატვირთვა-ჩამოტვირთვისათვის.
  • ბაზასთან კავშირის პარამეტრები-იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაციას გააჩნია საცალო ვაჭრობის სალაროს ტერმინალები, ფანჯარაში ივსება სალაროების ბაზასთან კავშირის პარამეტრები.

სათაური 
აღწერა 
General არის თვისებების ჩანართი. ჩანართის ღილაკზე დაწკაპების შემდეგ ეკრანზე გამოდის შემდეგი ფანჯარა:

ჩანართიდან ხდება სისტემაში სამუშაო შრიფტების არჩევა, ფორმებში არსებულ ტექტური ველებსა და combo box-ებისა და მათი საზღვრების ფერის შეცვლა და ა.შ. ჩანართს აქვს შრიფტების შესაცვლელი იმდენი combo box-ი, რამდენ ენაზე გადართვაც შეიძლება სისტემაში შესვლის დროს. შრიფტის არჩევის შემდეგ საწყისი შრიფტის დაბრუნება შეიძლება მოხრილ ისარზე დაწკაპებით.
ფორმებში არსებულ ტექტური ველებსა და combo box-ებს გააქტიურების შემთხვევაში აქვს ღია ყვითელი ფონი. ფონის შესაცვლელად გამოიყენება "Focused back color" combo box-ი.

ღილაკის ჩამოშლის შემდეგ ფერების ასარჩევი სამი ჩანართი:
  • Custom-აქედან ხდება სტანდარტული ფერის არჩევა ან სასურველი ფერის შექმნა და მისი არჩევა.... დაწვრილებით 
Hot Keys
არის თვისებების ჩანართი. ჩანართის ღილაკზე დაწკაპების შემდეგ ეკრანზე გამოდის შემდეგი ფანჯარა:

ჩანართს აქვს ცხრილის ფორმა, რომელიც შედგება ორი სვეტისაგან:
1. Command-სვეტში მოცემულია ბრძანებათა ჩამონათვალი;
2. Hot Kay-სვეტში მოცემულია კლავიშთა კომბინაცია, რომლის დახმარებითაც შეიძლება მის გასწვრივ მარცხნივ არსებული ბრძანების შესრულება მაუსის გარეშე.
ჩამონათვალში შესაძლებელია ჩანაწერის რედაქტირება, ამისათვის ორჯერ დააწკაპეთ შესაცვლელ ჩანაწერზე, ეკრანზე გამოვა ფანჯარა:
კლავიშთა კომბინაციის შესაცვლელად კლავიატურაზე დააჭირეთ კონტროლის კლავიშებიდან* ერთერთს (ან მათ კომბინაციას) და სხვა ნებისმიერ კლავიშს, ველში ჩაიწერება არჩეულ კლავიშთა კომბინაცია. ჩანაწერის შენახვამდე ველში მარჯვენა კუთხეში არსებული მოხრილ ისარზე დაწკაპებით შესაძლებელია ცვლილებამდე არსებული ჩანაწერის აღდგენა (საწყის პოზიციაში დაბრუნება).
ფანჯრის მარჯვენა ზედა კუთხეში არის ღილაკი „Reset... დაწვრილებით 
ბაზასთან კავშირის ელემენტები არის თვისებების ჩანართი. ჩანართი ივსება იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაციას გააჩნია საცალო ვაჭრობის სალაროს ტერმინალები, ჩანართის ველებში იწერება სალაროების ბაზასთან კავშირის პარამეტრები. ჩანართის ღილაკზე დაწკაპების შემდეგ ეკრანზე გამოდის შემდეგი ფანჯარა:

ფანჯარას აქვს შემდეგი ტექსტური ველები:
  • მომხმარებელი-მომხმარებლის სახელი, რომლითაც სისტემა უკავშირდება სალაროს ბაზას;
  • პაროლი-პაროლი, რომლის აკრეფაც საჭიროა სალაროს ბაზასთან დასაკავშირებლად
  • SQL სერვერი-სერვერის დასახელება რომელზეც ჩაწერილია სალაროს ბაზა;
  • მონაცემთა ბაზა-მონაცემთა ბაზის დასახელება, რომლიდანაც ხდება სალაროს ინფორმაციის მიღება.
 
Apex MOF სერვისის პარამეტრები არის თვისებების ჩანართი, სადაც ივსება ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე (www.rs.ge) ატვირთვა-ჩამოტვირთვისათვის საჭირო პარამეტრები. ჩანართის ღილაკზე დაწკაპების შემდეგ ეკრანზე გამოდის შემდეგი ფანჯარა:

ფანჯარას აქვს შემდეგი ტექსტური ველები:
  • მისამართი-ველში იწერება შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდის მისამართი.
  • მომხმარებელი-მომხმარებლის სახელი რომლითაც ხდება MOF სერვისთან დაკავშირება;
  • პაროლი-მომხმარებლის პაროლი MOF სერვისთან დაკავშირებისათვის;
  • Messege Size-www.rs.ge-ზე გასაგზავნი შეტყობინების ზომა.
ჩანართის Timeouts სექტორში განთავსებულია ღილაკი-მთვლელები:
  • Open-კავშირის დამყარების დრო, დრო რომლის განმავლობაშიც პროგრამა ცდილობს დაუკავშირდეს შემოსავლების სამსახურის სერვერს. თუ მითითებული დროის განმავლობაში კავშირი ვერ დამყარდა გამოდის შეტყობინება, რომ დაკავშირება ვერ ხერხდება;
  • Close-კავშირის დახურვის დრო, დრო რომლის განმავლობაშიც პროგრამა ცდილობს შემოსავლების სამსახურის სერვერთან კავშირის დახურვას;
  • Send-ინფორმაციის გაგზავნის... დაწვრილებით 
Copyright (c) 2011. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!