Hot Keys არის თვისებების ჩანართი. ჩანართის ღილაკზე დაწკაპების შემდეგ ეკრანზე გამოდის შემდეგი ფანჯარა:
ჩანართს აქვს ცხრილის ფორმა, რომელიც შედგება ორი სვეტისაგან:
1. Command-სვეტში მოცემულია ბრძანებათა ჩამონათვალი;
2. Hot Kay-სვეტში მოცემულია კლავიშთა კომბინაცია, რომლის დახმარებითაც შეიძლება მის გასწვრივ მარცხნივ არსებული ბრძანების შესრულება მაუსის გარეშე.
ჩამონათვალში შესაძლებელია ჩანაწერის რედაქტირება, ამისათვის ორჯერ დააწკაპეთ შესაცვლელ ჩანაწერზე, ეკრანზე გამოვა ფანჯარა:
კლავიშთა კომბინაციის შესაცვლელად კლავიატურაზე დააჭირეთ კონტროლის კლავიშებიდან* ერთერთს (ან მათ კომბინაციას) და სხვა ნებისმიერ კლავიშს, ველში ჩაიწერება არჩეულ კლავიშთა კომბინაცია. ჩანაწერის შენახვამდე ველში მარჯვენა კუთხეში არსებული მოხრილ ისარზე დაწკაპებით შესაძლებელია ცვლილებამდე არსებული ჩანაწერის აღდგენა (საწყის პოზიციაში დაბრუნება).
ფანჯრის მარჯვენა ზედა კუთხეში არის ღილაკი „Reset Default“, მასზე დაწკაპებით შეგვიძლია ცხრილში განხორციელებული ყველა ცვლილების შეცვლა და საწყისი ჩანაწერების აღდგენა (სისტემიდან გამოსვლისა და მასში თავიდან შესვლის შემდეგაც).
* კონტროლის კლავიშებია: Ctrl, Shift, Alt.
Copyright (c) 2011. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|