სატელეფონო ლიმიტები არის ქვემენიუ კადრების ბრძანებათა ჯგუფ საშტატო განრიგში შემაავალი ბრძანება (HR => კადრები => კადრები => სხვადასხვა => სატელეფონო ლიმიტები). ბრძანების დანიშნულებაა სატელეფონო ლიმიტების დადგენა და ფაქტიური ხარჯის განსაზღვრა. ბრძანებაზე დაწკაპების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "სატელეფონო ლიმიტები":
ფორმას აქვს ჩანართი "სატელეფონო ლიმიტები", რომელიც თავის მხრივ შეიცავს სამ ჩანართს:
- პერიოდები-გვიჩვენებს პერიოდებს, კონკრეტულ პერიოდზე დადგომისას ფორმაში გამოჩნდება ამ პერიოდისათვის განსაზღვრული სატელეფონო ლიმიტები. ჩანაღთში შესაძლებელია კონტექსტური მენიუს გამოძახება, რომელსაც აქვს ორი ბრძანება:
- განახლება;
- ასლი-ბრძანების საშუალებით ხდება ჩანართში პერიოდის კოპირება და ცვლილებებისშეტანის შემდეგ ახალი პერიოდის დამატება;
- ტელეფონები-ჩანართში მოცემულია ტელეფონების ჩამონათვალი, თითოეულ ტელეფონზე დადგომისას ფორმაში გამოჩნდება ამ ტელეფონისათვის განსაზღვრული ლიმიტი. ჩანაღთში შესაძლებელია კონტექსტური მენიუს გამოძახება, რომელსაც აქვს ბრძანებები:
- განახლება;
- დამატება-ბრძანებაზე დაწკაპების შემდეგ ეკრანზე გამოდის დიალოგური ფანჯარა "დამატება (ტელეფონი)", საიდანაც ხდება ტელეფონის ნომრისა და ტიპის დამატება:

- ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები: შენახვა და გასვლა. თავიდან ივსება შემდეგი ველები:
- ტელ №-ველში იწერება იმ ტელეფონის ნომერი, რომლისათვისაც უნდა განისაზღვროს ლიმიტი;
- ტელეფონის ტიპი-ველში ირცევენ (ამატებენ) ტელეფონის ტიპს;
- შენიშვნა-ველში იწერება შენიშვნები (მინიშნებები);
- რედაქტირება;
- წაშლა;
- პერსონალი-გვიჩვენებს პერსონალის ჩამონათვალს, თითოეულ თანამშრომელზე დადგომისას ფორმაში გამოჩნდება ამ თანამსრომლისათვის განსაზღვრული სატელეფონო ლიმიტი. ჩანართში შესაძლებელია კონტექსტური მენიუს გამოძახება, რომელსაც აქვს ბრძანებები:
ფომას "სატელეფონო ლიმიტები" აქვს მენიუს ზოლი სადაც განთავსებულია შემდეგი ბრძანებები:
- განახლება (კომბინირებული ღილაკი);
- მონიშვნა,ინვერსია, მოხსნა;
- ბეჭდვა (ჩამონათვალის ღილაკი);
- დამატება*-ბრძანებაზე დაწკაპების შემდეგ ეკრანზე გამოდის დიალოგური ფანჯარა "დამატება":

- ფანჯარაში განთავსებულია შემდეგი ველები:
- წელი და თვე-ჩანაწერები გადმოდის ჩანართიდან "პერიოდები" და შეცვლას არ ექვემდებარება;
- თანამშრომელი (Combo Box)-ველში ვირჩევთ თანამშრომელს, რომლისათვისაც უნდა დავადგინოთ სატელეფონო ლიმიტი;
- ტელეფონი (Combo Box)-ველში ირჩევენ ან ამატებენ ტელეფონის ნომერს, რომელიც მიბმულია თანამშრომელზე;
- ლიმიტი-ველში იწერება ლიმიტით დადგენილი თანხა;
ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები: შენახვა და გასვლა. შენახვის შემდეგ შედეგები აისახება სვეტში "ლიმიტი".
- რედაქტირება-ბრძანებაზე დაწკაპების შემდეგ ცხრილში აქტიურდება ორი სვეტი: "ხარჯები" და "ლიმიტი". ხარჟების სვეტის უჯრებში შეგვაქვს ფაქტიური სატელეფონო ხარჯი მოცემული ნომრისათვის (ან თანამშრომლისათვის)მოცემულ პერიოდში,ხოლო ლიმიტების სვეტში შეგვიძლია წინასწარ დადგენილი ლიმიტის შეცვლა. როდესაც ფაქტიური ხარჯი აღემატება ლიმიტით დადგენილს, მაშინ სვეტის "გადახარჯვა" უჯრაში გაჩნდება გადახარჯული თანხა (სხვაობა ფაქტირ ხარჯსა და ლიმიტით დაგენილს შორის);
- შენახვა-ბარძანება გამოდის მენიუში რედაქტირების რეჟიმში გადასვლის შემდეგ;
- გაუქმება-ბარძანება გამოდის მენიუში რედაქტირების რეჟიმში გადასვლის შემდეგ;
- წაშლა;
- გასვლა.
ფორმაში "
სატელეფონო ლიმიტები" ცხრილის შიგნით შეიძლება
კონტექსტური მენიუს გამოძახება, რომელსაც მთავარი მენიუს ბრძანებთან ერთად დამატებით აქვს ბრძანება
ინფორმაცია პიროვნებაზე;
* შენიშვნა: ბრძანებები: დამატება, რედაქტირება და წაშლა აქტიურია მაშინ, როცა ჩანართში "პერიოდები" ვიმყოფებით ბოლოს დამატებულ ჩანაწერზე (პერიოდი).
იხილეთ აგრეთვე:
ცხრილი (Grid),