Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
საშტატო განრიგი

საშტატო განრიგი წარმოადგენს ქვემოდულის "კადრები" ბრძანებათა ჯგუფს, რომელიც შედგება შემდეგი ბრძანებებისაგან:

სათაური 
აღწერა 
საშტატო განრიგი* არის ქვემენიუ კადრების ბრძანებათა ჯგუფ საშტატო განრიგში შემაავალი ბრძანება (HR => კადრები => კადრები => საშტატო განრიგი). ბრძანების დანიშნულებაა კომპანიის ქვედანაყოფებისათვის საშტატო განრიგის შედგენა. ბრძანებაზე დაწკაპების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "საშტატო განრიგი":

ფორმას აქვს ჩანართი "დეპარტამენტი", რომელიც თავის მხრივ შეიცავს სამ ჩანართს:
  1. დეპარტამენტი-გვიჩვენებს დეპარტამენტების ჩამონათვალს, კონკრეტულ დეპარტამენტზე ან მის ქვედანაყოფზე დადგომისას ფორმაში გამოჩნდება ამ დეპარტამენტის ან ქვედანაყოფის საშტატო განრიგი;
  2. თანამდებობა-ჩანართში მოცემულია თანამდებობების ჩამონათვალი, თითოეულ თანამდებობაზე დადგომისას ფორმაში გამოჩნდება ამ თანამდებობის საშტატო განრიგი;
  3. ფილიალი-გვიჩვენებს ფილიალების ჩამონათვალს, თითოეულ ფილალზე დადგომისას ფორმაში გამოჩნდება ამ ფილიალის საშტატო განრიგი;
ჩანართებში გამოდის კონტექსტური მენიუ,... დაწვრილებით 
ტაბელის აღრიცხვა არის ქვემენიუ
კადრების ბრძანებათა ჯგუფ საშტატო განრიგში შემაავალი ბრძანება (HR => კადრები => კადრები => ტაბელის აღრიცხვა). ბრძანების დანიშნულებაა კომპანიის თანამშრომლებისათვის სამუშაო დღეების დაგეგმვა და აღრიცხვა. ბრძანებაზე დაწკაპების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "სამუშაო დღეების დაგეგმვა & აღრიცხვა":

ფორმასთან ერთად ეკრანზე გამოდის ჩანართი "დეპარტამენტი", რომელიც შედგება ორი ნაწილისაგან: ზედა ნაწილში მოცემულია კომპანიის ქვედანაყოფების სტრუქტურა, ხოლო ქვედა ნაწილში კალენდარი სამუშაო დღეების დასაგეგმად.
საკუთრივ ფორმას აქვს ორი ჩანართი: დაგეგმვა და აღრიცხვა.
  • დაგეგმვა-ჩანართში ხდება კონკრეტული თანამშრომლისათვის ან თანამშრომელთა ჯგუფისათვის სამუშაო დღეების დაგეგმვა. იმისათვის, რომ კონკრეტული წლის კონკრეტულ თვეში დავგეგმოთ სამუშაო დღეების რაოდენობა, საჭიროა პერიოდის ასარჩევ... დაწვრილებით 
სხვადასხვა
არის კადრების ქვემოდულის ბრძანებათა ჯგუფის "საშტატო განრიგი" ბრძანება (ჩამონათვალის ღილაკი), რომელიც თავის მხრივ მოიცავს შემდეგ ბრძანებებს:  
Copyright (c) 2011. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!