შვებულებების გრაფიკი არის ქვემენიუ კადრების ბრძანებათა ჯგუფ საშტატო განრიგში შემაავალი ბრძანება (HR => კადრები => კადრები => სხვადასხვა => შვებულებების გრაფიკი). ბრძანების დანიშნულებაა კომპანიის პერსონალისათვის წინასწარ სვებულების გრაფიკის დაგეგმვა. ბრძანებაზე დაწკაპების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "შვებულების გრაფიკი":
ფორმას აქვს ჩანართი "დეპარტამენტი", რომელიც თავის მხრივ შეიცავს სამ ჩანართს:
- დეპარტამენტი-გვიჩვენებს დეპარტამენტების ჩამონათვალს, კონკრეტულ დეპარტამენტზე ან მის ქვედანაყოფზე დადგომისას ფორმაში გამოჩნდება ამ დეპარტამენტის თანამშრომელთა სია;
- თანამდებობა-ჩანართში მოცემულია თანამდებობების ჩამონათვალი, თითოეულ თანამდებობაზე დადგომისას ფორმაში გამოჩნდება ამ თანამდებობაზე მომუშავე თანამშრომელი;
- ფილიალი-გვიჩვენებს ფილიალების ჩამონათვალს, თითოეულ ფილალზე დადგომისას ფორმაში გამოჩნდება ამ ფილიალის თანამშრომელთა სია;
ჩანართებში გამოდის კონტექსტური მენიუ, რომელსაც აქვს ორი ბრძანება: გაშლა, შეკუმშვა.
ფომას აქვს მენიუს ზოლი სადაც განთავსებულია შემდეგი ბრძანებები:
- განახლება (კომბინირებული ღილაკი);
- მონიშვნა,ინვერსია, მოხსნა;
- რედაქტირება-ბრძანებაზე დაწკაპების შემდეგ ცხრილის სამი სვეტი: გასვლა, დაბრუნება და დღეები გადადის რედაქტირების რეჟიმში. გასვლისა და დაბრუნების სვეტების შესაბამის უჯრებში ჩნდება ჩამოსაშლელი ისარი, მასზე დაწკაპებით ეკრანზე გამოდის კალენდარი საიდანაც ვირჩევთ შესაბამისად შვებულებაში გასვლისა და შვებულებიდან დაბრუნების თარიღებს. დღეების სვეტის შესაბამის უჯრაში გაჩნდება მთვლელი ღილაკი, უჯრაში დაწკაპების შემდეგ ავტომატურად გადაითვლის შვებულებაში ყოფნის დღეებს:

- კალენდარი-ბრძანებაზე დაწკაპების შემდეგ ეკრანზე გამოდის წლის კალენდარი, სადაც კონკრეტული თანამშრომლისათვის დაგეგმილი შვებულების დღეები შესაბამისი თვის კალენდარში ნაჩვენები იქნება განსხვავებული ფერით:

ბრძანებაზე განმეორებით დაწკაპების შემდეგ კალენდარი გადის ფორმიდან;
- შენახვა;
- გაუქმება;
- კომენტარები-ბრძანებაზე დაწკაპების შემდეგ ფორმაში თანამშრომლის სტრიქონის ქვემოთ გამოდის დამატებითი სტრიქონი სადაც მოცემულია შენიშვნის ტექსტი. შენიშვნის გაკეთება შესაძლებელია შენიშვნის სვეტში, რომელსაც აქვს ჩამოსაშლელი ველი ტექსტის ჩასაწერად:

- გასვლა.
ფორმაში შესაძლებელია კონტექსტური მენიუს გამოყენება, რომელსაც გააჩნია მთავარი მენიუს ბრძანებები.
იხილეთ აგრეთვე:
ცხრილი (Grid),