გაშლა არის სისტემისათვის დამახასიათებელი სტანდარტული ბრძანება, რომელიც გვხვდება ყველა იმ მოდულის მენიუს ზოლში, სადაც არის შეკუმშვა. მასზე დაწკაპებით ხდება ფორმის შეკუმშული ყველა სტრიქონის ეკრანზე სრულად გაშლა (გაფართოება). შეკუმშულ სტრიქონებს ფორმებში მარცხნივ (წინ) აქვთ საკუთარი გაფართოების "+" ღილაკი, რომელზე დაწკაპებითაც გაფართოვდება მხოლოდ ეს სტრიქონი.
შეკუმშვა არის სისტემისათვის დამახასიათებელი სტანდარტული ბრძანება, რომელიც გვხვდება ყველა იმ მოდულის მენიუს ზოლში, სადაც არის გაშლა. მასზე დაწკაპებით ხდება ფორმის ყველა გაფართოებული სტრიქონის ეკრანზე სრულად შეკუმშვა. გაფართოებულ სტრიქონებს ფორმებში მარცხნივ (წინ) აქვთ საკუთარი შეკუმშვის "-" ღილაკი, რომელზე დაწკაპებითაც შეიკუმშება მხოლოდ ეს სტრიქონი.
Copyright (c) 2011. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|