Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
პერსონალი

პერსონალი არის ქვემენიუ კადრების ბრძანებათა ჯგუფ ცნობარებში შემაავალი ბრძანება (კომბინირებული ღილაკი) (HR => კადრები => კადრები => პერსონალი): 

 

ბრძანების დანიშნულებაა პერსონალის შესახებ ინფორმაციის ნახვა, რედაქტირება და ახალი პირის დამატება. ბრძანების ზედა ნახევარზე დაწკაპების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "გაერთიანებული პროფილები" (ნახვის რეჟიმი): 

 

ფორმას აქვს ჩანართი "დეპარტამენტი", რომელიც თავის მხრივ შეიცავს სამ ჩანართს:

  1. დეპარტამენტი-გვიჩვენებს დეპარტამენტების ჩამონათვალს, კონკრეტულ დეპარტამენტზე ან მის ქვედანაყოფზე დადგომისას ფორმაში გამოჩნდება ამ დეპარტამენტის ან ქვედანაყოფის თანამშრომელთა (განთავისუფლებულთა ჩათვლით) ჩამონათვალი;
  2. თანამდებობა-ჩანართში მოცემულია თანამდებობების ჩამონათვალი, თითოეულ თანამდებობაზე დადგომისას ფორმაში გამოჩნდება ამ თანამდებობაზე მომუშავე (განთავისუფლებულთა ჩათვლით) პირების ჩამონათვალი;
  3. ფილიალი-გვიჩვენებს ფილიალების ჩამონათვალს, თითოეულ ფილალზე დადგომისას ფორმაში გამოჩნდება ამ ფილიალში დასაქმებული (განთავისუფლებულთა ჩათვლით) პერსონალი;
ჩანართებში გამოდის კონტექსტური მენიუ, რომელსაც აქვს ორი ბრძანება: გაშლა, შეკუმშვა. 

ფომას აქვს მენიუს ზოლი სადაც განთავსებულია საანკეტო მონაცემები და ბრძანებები:

ფორმაში შესაძლებელია პერსონალის შესახებ ინფორმაციის მხოლოდ ნახვა და დაბეჭდვა. კონტექსტურ მენიუს აქვს იგივე ბრძანებები, რაც განთავსებულია მთავარი მენიუს ზოლში და დამატებით ბრძანება "ინფორმაცია პიროვნებაზე", მასზე დაწკაპებით ეკრანზე გამოდის ფანჯარა სადაც, მოცემულია კონკრეტული რეზერვის მოკლე ინფორმაციული მონაცემები. ფანჯრის ქვედა ნაწილში (კიდეზე) განთავსებულია ღილაკები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია კანდიდატზე დამატებითი ინფორმაციის მიღება. -ღილაკზე დაწკაპების შემდეგ იგი მიიღებს ვერტიკალურ მდგომარეობას და ფანჯარა განთავსდება ეკრანზე წინა პლანზე (სხვა პროგრამაში შესვლის დროსაც): 

.  

საანკეტო მონაცემების ღილაკზე დაწკაპუნების შემდეგ კონტექსტური მენიუს ბრძანებათა ჩამონათვალში გამოჩნდება ბრძანება "რედაქტირება". მასზე დაწკაპუნების შემდეგ გამოდის ფორმა საიდანაც შესაძლებელია კონკრეტული საანკეტო მონაცემის დამატება. ყველა საანკეტო მონაცემის დამატება თითოეული პერსონისათვის შესაძლებელია მისი რეგისტრაციის დროსაც, გარდა დანამატისა.
დანამატის მიკუთვნება პერსონალზე ხდება მხოლოდ ამ ფორმიდან რედაქტირების ბრძანების დახმარებით. 

კომბინირებული ღილაკის ისარზე დაწკაპების შემდეგ ჩამოიშლება ორი ბრძანება:

  1. ნახვა-ბრძანებაზე დაწკაპებით ეკრანზე გამოდის ფორმა "გაერთიანებული პროფილები" ნახვის რეჟიმში და იგი განხილული იყო ზემოთ;
  2. რედაქტირება-ბრძანებაზე დაწკაპების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "რეზერვები":
 

ფორმას აქვს ჩანართი "პერსონალი", სადაც მოცემულია რეზერვში მყოფი პირების ჩამონათვალი. კონკრეტულ რეზერვზე დადგომისას ფორმაში გამოდის ამ პიროვნების საანკეტო მონაცემები. ჩანართში შეიძლება კონტექსტური მენიუს გამოყენება, რომელსაც აქვს მთავარი მენიუსაგან განსხვავებული ერთი ბრძანება: "ინფორმაცია პიროვნებაზე". 

ფორმას "პერსონალი" აქვს მენიუს ზოლი, სადაც განთავსებულია საანკეტო მონაცემები და ბრძანებები:

 

დადასტურების შემთხვევაში (Yes) ეკრანზე გამოვა ფორმა ცარიელი ველებით, სადაც შეგვაქვს დასამატებელი პიროვნების საანკეტო მონაცემები. დამატებული პიროვნება დაემატება კანდიდატების სიაში;

  • რედაქტირება;
  • შენახვა;
  • აღდგენა;
  • წაშლა;
  • სტატუსის შეცვლა-ბრძანება საშუალებას გვაძლევს რეზერვს მარტივად შევუცვალოთ სტატუსი. ბრძანებაზე დაწკაპების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფანჯარა "სტატუსის შეცვლა":
 

პერსონალისათვის სტატუსის შეცვლა შესაძლებელია მარტივად-სტატუსის შესაბამის ღილაკზე (ფერადი კვადრატები) დაწკაპებით*. 

ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები: შენახვა და გასვლა.

* შენიშვნა: განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენს შემდეგი ორი სტატუსი: "უკვე გახდა თანამშრომელი" და "განთავისუფლებულია სამსახურიდან". ამ ორ სტატუსის მინიჭება არ არის სასურველი, საჭიროა შესაბამისი ბრძანებების შექმნა. წინააღმდეგ შემთხვევაში პირი რომელიც "უკვე გახდა თანამშრომელი", თანამდებობაზე დანიშვნის დროს არ გამოჩნდება ასარჩევ სიაში და ვერ მოხერხდება მისი დანიშვნა კონკრეტულ თანამდებობაზე. 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid), რეზერვები, კანდიდატები. 

Copyright (c) 2011. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!