Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
კანდიდატები

კანდიდატები არის ქვემენიუ კადრების ბრძანებათა ჯგუფ ცნობარებში შემაავალი ბრძანება (კომბინირებული ღილაკი) (HR => კადრები => კადრები => კანდიდატები): 

 

ბრძანების დანიშნულებაა კანდიდატების შესახებ ინფორმაციის ნახვა, რედაქტირება და ახალი კანდიდატის დამატება. ბრძანების ზედა ნახევარზე დაწკაპების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "გაერთიანებული პროფილები" (ნახვის რეჟიმი): 

 

ფომას აქვს მენიუს ზოლი სადაც განთავსებულია საანკეტო მონაცემები და ბრძანებები:

ფორმაში შესაძლებელია კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მხოლოდ ნახვა და დაბეჭდვა. კონტექსტურ მენიუს აქვს იგივე ბრძანებები, რაც განთავსებულია მთავარი მენიუს ზოლში და დამატებით ბრძანება "ინფორმაცია პიროვნებაზე", მასზე დაწკაპებით ეკრანზე გამოდის ფანჯარა სადაც, მოცემულია კონკრეტული კანდიდატის მოკლე ინფორმაციული მონაცემები. ფანჯრის ქვედა ნაწილში (კიდეზე) განთავსებულია ღილაკები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია კანდიდატზე დამატებითი ინფორმაციის მიღება. -ღილაკზე დაწკაპების შემდეგ იგი მიიღებს ვერტიკალურ მდგომარეობას და ფანჯარა განთავსდება ეკრანზე წინა პლანზე (სხვა პროგრამაში შესვლის დროსაც): 

 

კომბინირებული ღილაკის ისარზე დაწკაპების შემდეგ ჩამოიშლება ორი ბრძანება:

  1. ნახვა-ბრძანებაზე დაწკაპებით ეკრანზე გამოდის ფორმა "გაერთიანებული პროფილები" ნახვის რეჟიმში და იგი განხილული იყო ზემოთ;
  2. რედაქტირება-ბრძანებაზე დაწკაპების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "კანდიდატები":
 

ფორმას აქვს ჩანართი "კანდიდატები", სადაც მოცემულია კანდიდატების ჩამონათვალი. კონკრეტულ კანდიდატზე დადგომისას ფორმაში გამოდის ამ კანდიდატის საანკეტო მონაცემები. ჩანართში შეიძლება კონტექსტური მენიუს გამოყენება, რომელსაც აქვს მთავარი მენიუსაგან განსხვავებული ერთი ბრძანება: "ინფორმაცია პიროვნებაზე". 

ფორმას "კანდიდატები" აქვს მენიუს ზოლი, სადაც განთავსებულია საანკეტო მონაცემები და ბრძანებები:

 

კანდიდატისათვის სტატუსის შეცვლა შესაძლებელია მარტივად-სტატუსის შესაბამის ღილაკზე (ფერადი კვადრატები) დაწკაპებით*. 

ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები: შენახვა და გასვლა. 

* შენიშვნა: განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენს შემდეგი ორი სტატუსი: "უკვე გახდა თანამშრომელი" და "განთავისუფლებულია სამსახურიდან". ამ ორ სტატუსის მინიჭება არ არის სასურველი, საჭიროა შესაბამისი ბრძანებების შექმნა. წინააღმდეგ შემთხვევაში პირი რომელიც "უკვე გახდა თანამშრომელი", თანამდებობაზე დანიშვნის დროს არ გამოჩნდება ასარჩევ სიაში და ვერ მოხერხდება მისი დანიშვნა კონკრეტულ თანამდებობაზე. 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid), რეზერვები, პერსონალი. 

Copyright (c) 2011. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!