Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
მთავარი (General)

General არის თვისებების ჩანართი. ჩანართის ღილაკზე დაწკაპების შემდეგ ეკრანზე გამოდის შემდეგი ფანჯარა: 

 

ჩანართიდან ხდება სისტემაში სამუშაო შრიფტების არჩევა, ფორმებში არსებულ ტექტური ველებსა და combo box-ებისა და მათი საზღვრების ფერის შეცვლა და ა.შ. ჩანართს აქვს შრიფტების შესაცვლელი იმდენი combo box-ი, რამდენ ენაზე გადართვაც შეიძლება სისტემაში შესვლის დროს. შრიფტის არჩევის შემდეგ საწყისი შრიფტის დაბრუნება შეიძლება მოხრილ ისარზე დაწკაპებით. 

ფორმებში არსებულ ტექტური ველებსა და combo box-ებს გააქტიურების შემთხვევაში აქვს ღია ყვითელი ფონი. ფონის შესაცვლელად გამოიყენება "Focused back color" combo box-ი. 

 

ღილაკის ჩამოშლის შემდეგ ფერების ასარჩევი სამი ჩანართი:

  • Custom-აქედან ხდება სტანდარტული ფერის არჩევა ან სასურველი ფერის შექმნა და მისი არჩევა. სასურველი ფერის შესაქმნელად ფერის არმქონე უჯრაზე დააწკაპეთ მაუსის მარჯვენა ღილაკი, ეკრანზე გამოვა ფერების პალიტრა საიდანაც შესაძლებელია სასურველი ფერის გამოყვანა. ახალი ფერი დაემატება იმ უჯრაში სადაც დააწკაპეთ მარჯვენა ღილაკით და ავტომატურად ჩაჯდება "Focused back color" combo box-ში;
  • Web-ჩანართიდან ხდება მზა ფერების (რომელთაც აქვთ კონკრეტული სახელები) არჩევა;
  • System-ჩანართში გვხვდება ასევე მზა ფერები.
მაგალითისათვის ავირჩიოთ Custom-ჩანართიდან ლურჯი ფერი, ავტომატურად ტექსტური ველები და combo box-ები გააქტიურების შემდეგ იქნება ლურჯი ფონით: 

 

საწყისი ფერის დასაბრუნებლად საკმარისის მოხრილ ისარზე დაწკაპება. 

სისტემის ფორმებში გამოყენებული ტექსტური ველებისა და combo box-ების საზღვრების ფერის შეცვლა ხდება "Focused border color" combo box-იდან ფონის შეცვლის ანალოგიურად. 

ჩანართის Auto block სექციაში განთავსებულია ღილაკი ჩამრთველი (ალამი) "Monitor user presence " და ღილაკი მთვლელი "Block period". ალამის ჩართვის შემთხვევაში სისტემა დაიბლოკება ღილაკ მთვლელში მინიშნებული დროის გასვლის შემდეგ, სისტემაში შესვლას დასჭირდება პაროლის თავიდან შეყვანა. აღნიშნული უზრუნველყოფს გახსნილი სისტემის დაცვას უცხო მომხმარებლისაგან. 

ჩანართის Misc სექციაში განთავსებულია ღილაკი ჩამრთველები:

  • Show Category captions-ღილაკის ჩართვით მოდულები ჯგუფდება კატეგორიების მიხედვით;

Copyright (c) 2011. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!