Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
თემები
თემები
სათაური 
აღწერა 
ინსტრუმენტები არის სისტემის მენიუს ბრძანება, მისი დანიშნულებაა მომხმარებელს მისცეს ინსტრუმენტებით სარგებლობის საშუალება. მასზე დაწკაპებით სისტემის ქვედა პანელის ზემოთ გამოდის ინსტრუმენტების ჯგუფი:
  • Web Browser-ინსტრუმენტზე დაწკაპებით გეძლევათ ინტერნეტში შესვლის საშუალება სისტემიდან გაუსვლელად;
  • ექსპორტი-ინსტრუმენტის საშუალებით ხდება მონაცემების ექსპორტი Excel-ში. ექსპორტის განსახორციელებლად მაუსის მარცხენა ღილაკი დააჭირეთ ინსტრუმენტზე გადააცოცეთ ეკრანზე და აუშვით მაუსი, ეკრანზე გამოვა ფანჯარა:

ფანჯარას აქვს ღილაკი ჩამრთველები (ალმები):
  1. გავხსნათ ფაილი შენახვის შემდეგ-ალამი ავტომატურად მონიშნულია და თუ დავაწკაპებთ ღილაკზე „ექსპორტი“, მოხდება ეკრანზე არსებული მონაცემების Excel-ში გადატანა, შენახვა და ავტომატურად ფაილის გახსნა;
  2. E-mail-ით გაგზავნა-ალმის ჩართვითა და ღილაკზე-„ექსპორტი“ მაუსის მარცხენა ღილაკის დაწკაპებით, შეგიძლიათ მონაცემთა შენახვა და გადაგზავნა... დაწვრილებით 
პაროლის შეცვლა არის სისტემური მენიუს ბრძანება. პაროლის შესაცვლელად დაიცავით მოქმედებათა თანმიმდევრობა: სისტემური მენიუ => პაროლის შეცვლა:

მონიშნულ ბრძანებაზე დაწკაპებით ეკრანზე გამოვა იმავე დასახელების ფანჯარა.

ფანჯარას აქვს შემდეგი ველები:
  • სახელი სისტემაში-ავტომატურადაა ჩაწერილი და რედაქტირებას არ ექვემდებარება;
  • ძველი პაროლი-შეიტანეთ ძველი პაროლი;
  • ახალი პაროლი-შეიტანეთ ახალი პაროლი;
  • გაიმეორეთ პაროლი-გაიმეორეთ ახალი პაროლი.
ველების შევსების შემდეგ გააქტიურდება ბრძანება „შენახვა“. ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანება „გასვლა“. 
მოდულების მართვა (Module Management) არის სისტემური მენიუს ბრძანება, რომლის დანიშნულებაა ახალი მოდულების დამატება ან სისტემიდან არა საჭირო მოდულების ამოღება. მოქმედება სრულდება შემდეგი თანმიმდევრობით: სისტემური მენიუ => მოდულების მართვა:

ბრძანებაზე დაწკაპებით ეკრანზე გამოდის ფორმა "Module Management", რომელსაც აქვს ცხრილის ფორმა:

ცხრილი შედგება შემდეგი სვეტებისაგან:
  • Status-სვეტში ალმის ჩართვა უზრუნველყოფს შესაბამისი მოდულის მუშაობას სისტემაში;
  • Use Categoryes;
  • Priority-პრიორიტეტების მინიჭებით შესაძლებელია სისტემის მთავარ მენიუში მოდულების განლაგების ცვლილება;
  • Module Name-სვეტში მოცემულია სისტემაში არსებული მოდულების დასახელება;
  • Module version-სვეტში მოცემულია მოდულების ვერსიები;
  • Description-სვეტში მოცემულია მოდულების აღწერა.
მოდულების მართვის ფანჯარას აქვს შემდეგი ბრძანებები:
რედაქტორი არის სისტემის მენიუს ბრძანება, მისი დანიშნულებაა მომხმარებელეს მისცეს საშუალება სისტემიდან გაუსვლელად შექმნას წერილობითი დოკუმენტები. მასზე ღილაკის დაწკაპებით ეკრანზე გამოდის ტექსტური რედაქტორი:

აკრეფილი ტექსტი შეგიძლიათ შეინახოთ, როგორც „Microsoft Word“ დაკომუნეტი. 
კალენდარი არის სისტემის მენიუს ბრძანება, რომლის დანიშნულებაა მომხმარებელეს მისცეს საშუალება წინასწარ ჩაინიშნოს საჭირო მასალები და კალენდრის საშუალებით გაიხსენოს ისინი. მასზე ღილაკის დაწკაპებით ეკრანზე გამოდის კალენდარის ფანჯარა:

კალენდარი ავტომატურად იმალება ეკრანის მარჯვენა მხარეს, მასთან მაუსის მიახლოებისას კი გაიშლება ეკრანზე. თუ გვინდა კალენდრის ეკრანიდან საერთოდ გაქრობა ამისათვის განმეორებით დააწკაპეთ კალენდრის პიქტოგრამაზე.
კალენდრის გამოძახება და ეკრანიდან დამალვა შესაძლებელია ასევე სისტემის ქვედა პანელზე არსებული კალენდრის პიქტოგრამაზე დაწკაპებით. 
პროგრამის შესხებ არის სისტემის მენიუს ბრძანება, მასზე დაწკაპებით ეკრანზე გამოდის „About“ფანჯარა სადაც მოცემულია სისტემა „Apex ERP“-ის პლათფორმა. მოქმედებები სრულდება შემდეგი თანმიმდევრობით: სისტემა => პროგრამის შესახებ:
 
www.apex.ge არის სისტემის მენიუს ბრძანება, მასზე დაწკაპებით სისტემიდან გაუსვლელად მომხმარებელი შედის ინტერნეტში შპს „აპექსის“ ვებ-გვერდზე. მოქმედებები სრულდება შემდეგი თანმიმდევრობით: სისტემა => www.apex.ge:

 
www.support.apex.ge არის სისტემის მენიუს ბრძანება, მასზე დაწკაპებით სისტემიდან გაუსვლელად მომხმარებელი შედის ინტერნეტში შპს „აპექსის“ ფორუმზე. მოქმედებები სრულდება შემდეგი თანმიმდევრობით: სისტემა => www.support.apex.ge:
 
სკინები (სისტემის მენიუს ბრძანება) წარმოადგენს ჩამონათვალის ღილაკს , მასზე დაწკაპებით ეკრანზე გამოდის სკინების ჩამონათვალი. სასურველ სკინზე დაწკაპებით იცვლება ეკრანის ფონი. მოქმედება სრულდება ასეთი თანმიმდევრობით: სისტემა => სკინები =>სკინი (ჩამონათვალიდან).
 
გახსნილი ფანჯრები (სისტემის მენიუს ბრძანება) წარმოადგენს ჩამონათვალის ღილაკს. მისი დანიშნულებაა გვაჩვენოს ერთდროულად გახსნილი ფანჯრები. მოქმედება ხორციელდა შემდეგი თანმიმდევრობით: სისტემა => გახსნილი ფანჯრები.

მონიშნულ ბრძანებაზე დაწკაპებით ეკრანზე გამოდის გახსნილი ფანჯრების ჩამონათვალი. ჩამონათვალში კონკრეტულ ფანჯარაზე დაწკაპებით ეკრანზე გააქტიურდება შესაბამისი ფორმა.
 
თვისებები არის სისტემის მენიუს ბრძანება, თვისებებში შესასვლელად სრულდება მოქმედებათა თანმიმდევრობა: სისტემა => თვისებები:

მონიშნულ ბრძანებაზე დაწკაპებით ეკრანზე გამოდის იმავე დასახელების ფანჯარა საიდანაც შესაძლებელია სისტემისათვის თვისებების შეცვლა. ფანჯარას აქვს ჩანართები:
  • General-ჩანართიდან ხდება სისტემაში სამუშაო შრიფტების არჩევა, ფორმებში არსებული ტექსტური ველებისა, combo box-ების და მათი საზღვრების ფერის შეცვლა და ა.შ.
  • Hot Keys-ჩანართში ხდება სხვადასხვა ოპერაციების სწრაფად შესასრულებლად კლავიშთა კომბინაციების შექმნა და შენახვა;
  • Apex MOF სერვისის პარამეტრები-ჩანართში ივსება MOF სერვისის პარამეტრები, რომელიც საჭიროა ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე (www.rs.ge) ატვირთვა-ჩამოტვირთვისათვის;
  • ბაზასთან კავშირის პარამეტრები-იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაციას გააჩნია საცალო ვაჭრობის სალაროს ტერმინალები, ფანჯარაში ივსება სალაროების ბაზასთან... დაწვრილებით 
Copyright (c) 2011. All rights reserved.