You are here: სამუშაო გვერდი
Documentation Project 2
ContentsIndexHome
PreviousUpNext
სამუშაო გვერდი

სამუშაო გვერდი

გვერდის ინტერფეისი მოცემულია შემდეგი სახით: 

 

გვერდის მარჯვენა ზედა ნაწილში განლაგებულია ღილაკები:

  • მთავარი-ღილაკის გამოყენებით ბრუნდებით მთავარ გვერდზე;
  • პარამეტრები-ღილაკის გამოყენებით შესაძლებელია რეგისტრაციის დროს მითითებული პარამეტრების შეცვლა;
  • გასვლა-ღილაკი უზრუნველყოფს სისტემიდან გასვლას.

გვერდის შუა ნაწილში განთავსებულია სამუშაო ზოლი: 

1. ახალი შეკვეთა-ღილაკის გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის შეკვეთის შაბლონი: 

 

იმის მიხედვით, თუ რა ოპერაციას ვირჩევთ ფორმა განიცდის ცვლილებას (მომსახურების ან საწვავის შეძენა ხდება ბარათზე ჩატვირთვით, თუ ტალონების შეკვეთის მიხედვით). ტალონების შეძენის შემთხვევაში შაბლონი ეკრანზე გამოვა შემდეგი სახით: 

 

შაბლონში განთავსებულია გრაფები, რომლებიც ივსება შემდეგი შინაარსის მიხედვით:

  • განაცხადის შევსების თარიღი-გრაფაში მითითებული არის მიმდინარე თარიღი და მისი შეცვლა შეუძლებელია;
  • შესრულების თარიღი-გრაფაში შესაძლებელია თარიღის მითითება, იმის მიხედვით თუ როდის გსურთ შეკვეთის მიღება;
  • ოპერაცია-ირჩევთ ოპერაციის ტიპს, რაც გულისხმობს სასურველი საქონლის ან მომსახურების, ბარათზე ჩატვირთვას ან ტალონის შეკვეთას;
  • კონტრაქტი-ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით შესაძლებელია მომხმარებლის მიერ სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასთან" გაფორმებული ხელშეკრულების ამორჩევა;
  • კონტრაქტის მოცულობა თანხაში-გრაფაში ავტომატურად გამოდის ხლშეკრულებაში მითითებული თანხა (ლიმიტი);
  • დარჩენილი ნაშთი-გრაფაში განთავსდება ხელშეკრულების მოცულობის მიხედვით ასათვისებელი თანხა;
  • კონსიგნაციის დღეები-გრაფაში ავტომატურად დაფიქსირდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონსიგნაციის დღეები;
  • შესაკვეთი პროდუქტი-ჩამოსაშლელი ღილაკის დახმარებით ირჩევთ სასურველ პროდუქტს;
  • ფასი პრაისით-შესაკვეთი პროდუქტის მიხედვით გრაფაში განთავსდება პროდუქტის სარეალიზაციო ფასი;
  • ფასდაკლების თანხა-გრაფაში ავტომატურად განთავსდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასდაკლების თანხა;
  • მოცულობა კონტრაქტით ლარში-შესაკვეთი პროდუქტის არჩევის შედეგად გრაფაში განთავსდება კონტრაქტის მოცულობა, რომელიც გულისხმობს ხელშეკრულების თანხას;
  • მოცულობა კონტრაქტით ლიტრებში-გრაფაში გადაანგარიშდება კონტრაქტის თანხა რაოდენობის მიხედვით;
  • ასათვისებელი მოცულობა ლარში-გრაფაში გადაანგარიშდება კონტრაქტის მოცულობა ლარში რაოდენობის მიხედვით;
  • ასათვისებელი მოცულობა ლიტრებში-შესაკვეთი პროდუქტის არჩევის შედეგად გრაფაში განთავსდება კონტრაქტის რაოდენობა, რომელიც გულისხმობს ხელშეკრულების მიხედვით რაოდენობის მოცულობას;
  • აირჩიეთ სერვისცენტრი-საწვავის ან მომსახურების ტალონებით შეკვეთის შემთხვევაში ფორმაში დამატებით გამოჩნდება ჩამოსაშლელი ღილაკი, რომლის მიხედვითაც შესაძლებლობა გაქვთ ამოირჩიოთ ტალონების მიღების ადგილმდებარეობა;
  • ერთეულის ფასი-გრაფაში განთავსდება შესაკვეთი პროდუქტის ერთეულის სარეალიზაციო ფასი კონკრეტული კონტრაქტისათვის;
  • შეკვეთის რაოდენობა-უთითებთ შესაკვეთი საქონლის რაოდენობას. იმ შემთხვევაში თუ გსურთ საწვავის ან რეცხვის ტალონების შეკვეთა აუცილებლობას წარმოადგენს შეკვეთის რაოდენობის გრაფის გვერდით განთავსებული ღილაკით ნომინალების მითითება;
  • გადასახდელი თანხა-გრაფაში გადაანგარიშდება ერთეულის ფასის და შეკვეთის რაოდენობის ნამრავლი;
    • შენახვა-იურიდიული პირის შმთხვევაში ღილაკი უზრუნველყოფს შეკვეთის შენახვას, რომელიც გადაინაცვლებს სამუშაო ზოლში განთავსებულ შეკვეთების ისტორიაში, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში ავტომატურად გადამისამართდებით გადახდის ფორმაში, რომელიც წარმოდგენილია შემდეგი სახით:

2. ისტორია-ღილაკის გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის თქვენს მიერ სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასთან" ონლაინ შეკვეთების ისტორია. აღნიშნული შეკვეთები ეკრანზე განთავსებულია შემდეგი სახით: 

 

ფორმიდან შესაძლებელია სასურველი შეკვეთის ინვოისის რეპორტის მიღება და ბეჭდვა, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის მიმაგრება და ასევე გადასაგზავნი შეკვეთის გაუქმება. 

სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასა" და კომპანიის მიერ ონლაინ შეკვეთების მიღება და ინფორმაციის გაცვლა დამოკიდებულია შეკვეთების სტატუსებზე, სისტემაში განხორციელებული სტატუსის ცვლილება ავტომატურ რეჟიმში მოგეწოდებათ თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. 

სისტემაში არსებული სტატუსები:

  • გასაგზავნი-სტატუსი გულისხმობს კომპანიის მიერ შენახულ ონლაინ შეკვეთას, რომელიც ჩანს კომპანიის სისტემაში. აღნიშნული სტატაუსით შეკვეთა არ აისახება სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" ონლაინ შეკვეთების სისტემაში;
  • ასატვირთი-სტატუსი გულისხმობს, რომ თქვენს მიერ შესრულებული შეკვეთა ასახულია სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" ონლაინ შეკვეთების გვერდზე. სტატუსის ცვლილებისათვის დააკლიკეთ სტატუსის სვეტში ლინკზე "გასაგზავნი". ელექტრონულ ფოსტაზე კი მიიღებთ შეტყობინებას:
    • "თქვენი შეკვეთა მიღებულია და შესრულდება იმ შემთხვევაში, თუ სარგებლობთ კონსიგნაციის უფლებით ან გადახდილი გაქვთ მიმდინარე შეკვეთის ღირებულება. წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გადაიხადოთ შეკვეთის თანხა და გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი მიამაგროთ შკვეთაზე";
      • იურიდიული პირის შემთხვევაში გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის და ინვოისის რეპორტისათვის გამოიყენეთ სურათში მითითებული ღილაკები:

 

  • გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის შეკვეთაზე მისაბმელად გამოიყენეთ ღილაკი "მიმაგრებული ფაილი" შედეგად ეკრანზე გამოვა შემდეგი სახის ფანჯარა:

 

 

Select (ამორჩევა) ღილაკის დახმარებით შეძლებთ თქვენს კომპიუტერში მოიძიოთ სასურველი დოკუმენტი და მიამაგროთ შეკვეთას. 

 

 

  • ატვირთული-სტატუსი გულისხმობს, რომ თქვენს მიერ განხორციელებული შეკვეთის შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურა ატვირთულია და გადმოგზავნილია შემოსავლების სამსახურის ვებ პორტალზე და სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია" მოითხოვს ანგარიშ-ფაქტურის დადასტურებას. ელექტრონულ ფოსტაზე კი მიიღებთ შეტყობინებას:
    • "თქვენი შეკვეთის შესაბამისი ფაქტურა ატვირთულია rs.ge-ზე, გთხოვთ დაადასტუროთ ფაქტურა. შემდეგ შეკვეთების ისტორიაში დააკლიკოთ სტატუსის სვეტში ლინკზე "ატვირთული";
  • დადასტურებული-სტატუსი გულისხმობს, რომ მიმდინარეობს თქვენს მიერ შეკვეთილი და დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურის შეგროვება. სტატუსის ცვლილება ხორციელდება სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" მიერ. ელექტრონულ ფოსტაზე კი მიიღებთ შეტყობინებას:
    • "მიმდინარეობს თქვენს მიერ შეკვეთილი პროდუქტის შეგროვება ოპერაციის დასრულების შემდეგ გეცნობებათ დამატებით. მადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით";
  • ასახული-სტატუსი გულისხმობს, რომ თქვენი ონლაინ შეკვეთა დასრულებულია. სტატუსის ცვლილება ხორციელდება სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" მიერ. ელექტრონულ ფოსტაზე კი მიიღებთ შეტყობინებას:
    • "თქვენი შეკვეთის დამუშავება დასრულებულია, შეგიძლიათ მიიღოთ შეკვეთილი პროდუქტი. მადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით";
  • დასრულებული-სტატუსის ცვლილება ხორციელდება სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" მიერ. სტატუსი გულისხმობს, რომ ონლაინ შეკვეთაზე მუშაობა დასრულებულია და შეკვეთილი საქონელი მიიღეთ. ელექტრონულ ფოსტაზე კი მიიღებთ შეტყობინებას:
    • "შეკვეთილი საქონელი ჩაბარდა შემკვეთს";
  • გაუქმებული-სტატუსი გულისხმობს ონლაინ შეკვეთის გაუქმებას. ელექტრონულ ფოსტაზე კი მიიღებთ შეტყობინებას:
    • "თქვენი შეკვეთა გაუქმებულია";

ონლაინ შეკვეთისათვის გაუქმებული სტატუსის მინიჭება შეკვეთის სტატუსის სხვადასხვა ეტაპზე ხორციელდება სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით:

  • "გასაგზავნი" სტატუსის მქონე შეკვეთის გაუქმება-დაფიქსირდება მხოლოდ თქვენს გვერდზე, ვინაიდან ასეთი სტატუსის მქონე შეკვეთა არ აისახება სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" სისტემაში. გაუქმება კი შესაძლებელია სტრიქონის ბოლოში განთავსებული ღილაკით;
  • "ატვირთული" სტატუსის მქონე შეკვეთის გაუქმება-შესაძლებელია სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" მიერ შემოსავლების სამსახურის ვებ პორტალზე გამოგზავნილი ანგარიშ-ფაქტურის უარყოფით და ონლაინ შეკვეთების ადმინისტრატორის თანხმობით;
  • "დადასტურებული" სტატუსის მქონე შეკვეთის გაუქმება-პირველ ეტაპზე უნდა განხორციელდეს სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" მიერ შემოსავლების სამსახურის ვებ პორტალიდან გამოგზავნილი ანგარიშ-ფაქტურის გაუქმება, მომდევნო ეტაპზე კომპანიის მიერ ხდება გაუქმებული ანგარიშ-ფაქტურის დადასტურება, რის შემდეგადაც ონლაინ შეკვეთების ადმინისტრატორი აუქმებს შეკვეთას;

ცხრილის ზედა ნაწილიდან შეგვიძლია არასასურველი სვეტების დამალვა და შესაბამისად დამალული სვეტების დამოჩენა, სვეტის დასახელების გვერდით არსებული ისრის დახმარებით. 

ონლაინ შეკვეთაზე დამატებითი კომენტარის დართვის საშუალებას გაძლევთ ღილაკი. 

 

3. ხელშეკრულებები-ღილაკის გამოყენების შედეგად ეკრანზე გამოდის თქვენს მიერ სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასთან" გაფორმებული ხელშეკრულებების ისტორია; 

 

4. ბალანსი-გამოიყენება იურიდიული პირის ანგარიშსწორების შემთხვევაში, სადაც პერიოდის გათვალისწინებით შესაძლებელია შესყიდვების დანახვა და ასევე "ანგარიშზე რიცხული თავისუფალი ნაშთი" (ავანსად გადახდილი თანხა). 

 

5. გზამკვლევი-ღილაკის გამოყენებით ავტომატურად გადახვალთ ონლაინ დახმარების გვერდზე. 

 

იხილეთ აგრეთვე: 

support.apex.ge

Copyright (c) 2011. All rights reserved.
What do you think about this topic? Send feedback!