Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
თარიღის შუალედი

თარიღის შუალედის ასარჩევად სისტემაში გამოიყენება კომბინირებული ელემენტი, რომელიც შედგება თარიღის ასარჩევი 2 ელემენტისაგან, თარიღის შუალედის სწრაფი არჩევის ღილაკისაგან და ღილაკი ჩამრთველისაგან (ალამი)

 

თარიღის მარცხენა ელემენტში მიეთითება შუალედის საწყისი თარიღი, ხოლო მარჯვენაში - საბოლოო თარიღი. 

თარიღის სწრაფი არჩევის ღილაკზე მაუსის დაწკაპებისას გამოდის შემდეგი ჩამონათვალი: 

 

მისი მეშვეობით შეგვიძლია სწრაფად ავირჩიოთ:

  • მიმდინარე წლის ნებისმიერი თვე;
  • თუ დავაწკაპებთ ბრძანებაზე "მიმდინარე" (ჩამონათვალის ღილაკი), გამოვა ჩამონათვალი:
 

საიდანაც შეგვიძლია ავირჩიოთ მიმდინარე დღე, თვე (თვის პირველი რიცხვიდან ბოლო რიცხვის ჩათვლით), კვარტალი (კვარტლის პირველი თვის პირველი რიცხვიდან კვარტლის ბოლო თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით), წელი (1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით). ჩამონათვალის ქვედა ნაწილში მოცემულია ბრძანებები "თვის", "კვარტლის", "წლის", რომელთაც სათაურად აქვთ "...დასაწყისიდან დღემდე". ამ ბრძანებების მეშვეობით ვირჩევთ თარიღის შუალედს შესაბამისი პერიოდის დასაწყისიდან მიმდინარე დღემდე.

 

საიდანაც შესაძლებელია ავირჩიოთ გასული დღე, თვე, კვარტალი ან წელი.

Copyright (c) 2011. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!