Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
თარიღი

სისტემაში თარიღის შესაყვანად გამოიყენება შემდეგი სახის ელემენტი: 

 

თარიღის შეყვანა (შეცვლა) შესაძლებელია კლავიატურიდან აკრეფით შემდეგი ფორმატით: რიცხვი/თვე/წელი (dd/mm/yyyy). ასევე თარიღის შეცვლა შესაძლებელია მარჯვნივ მოთავსებულ ისარზე მაუსის დაწკაპებით. ამ დროს ჩამოიშლება კალენდარი: 

 

კალენდარში ჩანს უკვე არჩეული თარიღის მიხედვით მიმდინარე თვე და წინა და მომდევნო თვის რამდენიმე დღე. სხვა თვეების ასარჩევად შეგვიძლია მაუსით დავაწკაპოთ თვის გასწვრივ მარცხნივ და მარჯვნივ მოთავსებულ ისრებს: 

 

ამ დროს გადავალთ შესაბამისად წინა ან მომდევნო თვეზე. 

თუ მაუსით დავაწკაპებთ თვის აღმნიშვნელ წარწერაზე, როგორც შემდეგ სურათზეა ნაჩვენები 

 

მიმდინარე თვის ნაცვლად ქვედა ნაწილში გამოჩნდება მიმდინარე წლის თვეები: 

 

მაუსის დაწკაპებით შეგვიძლია სასურველი თვის არჩევა. თვის ადგილზე ახლა უკვე მიმდინარე წელი იქნება აღნიშნული. მასზე დაწკაპებით გამოვა მიმდინარე ათწლეულის წლები: 

 

კიდევ ერთხელ დაწკაპებით გამოვა ათწლეულები. მიმდინარე თვეზე დასაბრუნებლად საკმარისია დავაწკაპოთ არჩეული თარიღის შესაბამის წარწერაზე: 

 

თარიღის ასარჩევად საკმარისია მაუსით დავაწკაპოთ სასურველ დღეზე: 

 

შედეგად კალენდარი დაიხურება და თარიღის ელემენტში დაფიქსირდება არჩეული თარიღი: 

 

Copyright (c) 2011. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!