სხვადასხვა ცნობარი არის ცნობარების მოდულის ბრძანებათა ჯგუფში "ზოგადი ცნობარები" შემავალი ბრძანება (HR => ცნობარები => სხვადასხვა ცნობარი), რომლის დანიშნულებაა ისეთი ზოგადი ცნობარის შექმნა, რომელის მონაცემებიც შემდგომში გამოყენებული იქნება სისტემის სხვა ცნობარებში. ბრძანებაზე დაწკაპების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "სხვადასხვა ცნობარი":
ფორმის მარცხენა ნაწილში მოთავსებულია ჩანართი, რომელშიც მოცემულია კითხვარების ჩამონათვალი. იგი ჩაწერილია ბაზაში და ფორმიდან ცვლილებებს არ ითვალისწინებს. ჩანართი ფორმაში ჩასმულია ხისტად (ეკრანიდან არ იმალება). ფორმის მარჯვენა ნაწილში გამოჩნდება ჩანართის მონიშნული სტრიქონის შესაბამისი ჩამონათვალი. მაგალითად, თუ დადგებით სტრიქონზე "ენების ცოდნა", მაშინ ფორმის მარჯვენა ნაწილში გამოჩნდება ენების ჩამონათვალი. შესაძლებელია ახალი ენის დამატება.
ფორმას აქვს მენიუს ზოლი შემდეგი ბრძანებებით:
ფანჯარას აქვს შემდეგი ველები:
-ცნობარი-ველში ავტომატურად ჩაწერილია ჩანართში მონიშნული სტრიქონის დასახელება (ამ შემთხვევაში "ენების ცოდნა");
-პუნქტი-ველში იწერება ჩამონათვალის რიგითი ნომერი, რომელიც გამოჩნდება სვეტში "კოდი";
-დასახელება-ველში იწერება დასახელება (ამ შემთხვევაში ენის დასახელება, მაგ, ჩინური);
-დასახელება (Eng)-დასახელება ინგლისურად.
ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები: შენახვა და გასვლა.
ფორმის მარჯვენა ნაწილში შესაძლებელია კონტექსტური მენიუს გამოძახება, რომელსაც მთავარი მენიუს ბრძანებების გარდა აქვს ბრძანება "უპირატესი".
იხილეთ აგრეთვე:
Copyright (c) 2011. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|