Pivot table-ში ჯამური ინფორმაციის გამოტანა შესაძლებელია როგორც სვეტების, ისე სტრიქონების მიხედვით.
სვეტები რომელთა მიხედვითაც უნდა მოხდეს ჯამური ინფორმაციის გამოტანა, უნდა განალაგოთ column area-ში. შემდეგ კონტექსტური მენიუდან ჩართავთ სვეტების ბოლო სტრიქონზე ჯამური ინფორმაციის გამომტან ღილაკებს.
ერთი მომწოდებლისაგან მიღებულია ორი ან მეტი დასახელების საქონელი, ზუსტად იგივე დასახელების საქონელი მიღებულია სხვა მომწოდებლისაგანაც, საქონელი მიღებულია ორ სხვადასხვა საწყობში, მაშინ show row totals-ის ჩართვით გაჩნდება დაჯამების სტრიქონი, სადაც დაჯამებული იქნება თითოეული საწყობის მიხედვით ყველა მომწოდებლისაგან მოწოდებული თითოეული დასახელების საქონელი:
თუ შევუცვლით ადგილებს სვეტის დასახელებებს, მაშინ შეიცვლება ანალიზური ინფორმაციაც. კერძოდ, თუ სვეტს "შტრიხკოდი" გადავიტანთ სვეტის "საწყობი" მარცხნივ, მაშინ მონაცემების დაჯამება მოხდება ჯერ საწყობის მიხედვით და შემდეგ საქონლის შტრიხკოდის მიხედვით. შტრიხკოდის მიხედვით დაჯამების სტრიქონი ექნება იმ საქონელს, რომელის ნაშთებიც არსებობს ორივე საწყობში.
Copyright (c) 2011. All rights reserved.
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|