Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
დასვენების დღეები

დასვენების დღეები არის ცნობარების მოდულის ბრძანებათა ჯგუფში "ზოგადი ცნობარები" შემავალი ბრძანება (HR => ცნობარები => დასვენების დღეები), რომლის დანიშნულებაა სადღესასწაულო დღეების სიის შექმნა. ბრძანებაზე დაწკაპების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "დასვენების დღეები": 

 

ფორმის მარცხენა ნაწილში მოთავსებულია სრული წლის კალენდარი. კალენდარს წლისა და თვის გვერდით აქვს გადასართავი ღილაკები. 

ახალი დასვენების დღის დასამატებლად ვასრულებთ შემდეგ მოქმედებებს: 

-დააწკაპეთ მთავარი მენიუს ბრძანებაზე "რედაქტირება"; 

-დადექით იმ თარიღზე, რომლის დამატებაც გინდათ დასვენების (სადღესასწაულო) დღეების სიაში და გამოიძახეთ კონტექსტური მენიუს ბრძანება დამატება: 

 

დააწკაპეთ ბრძანებაზე "დამატება", ფორმის მარჯვენა ნაწილში, სადაც მოცემულია დასვენების დღეების ჩამონათვალი, დაემატება ახალი სტრიქონი: 

 

დამატებული სტრიქონის უჯრში "დღესასწაულის სახელი", იწერება დამატებული დასვენების დღის დასახელება; 

-დააწკაპეთ ბრძანებაზე შენახვა (რომელიც მენიუში გამოჩნდება ბრძანებაზე "რედაქტირება" დაწკაპების შემდეგ), დაფიქსირდება შესრულებული მოქმედების შედეგი და კალენდარში თარიღი გაწითლდება; 

-თუ გადავიფიქრეთ დასვენების დღის დამატება, მაშინ უნდა დავაწკაპოთ ბრძანებაზე "გაუქმება". 

დასვენების დღეების სიიდან რომელიმე დღის ამოსაღებად ვიქცევით ანალოგიურად, როგორც დასვენების დღის დამატების დროს: 

-დააწკაპეთ მთავარი მენიუს ბრძანებაზე "რედაქტირება"; 

-დადექით იმ თარიღზე, რომლის ამოღებაც გინდათ დასვენების (სადღესასწაულო) დღეების სიიდან და გამოიძახეთ კონტექსტური მენიუს ბრძანება წაშლა: 

 

-დააწკაპეთ ბრძანებაზე "წაშლა", დასვენების დღე ამოიშლება ფორმის მარჯვენა ნაწილში არსებული დასვენების დღეების სიიდან; 

-დააწკაპეთ ბრძანებაზე "შენახვა", დაფიქსირდება შესრულებული მოქმედების შედეგი და კალენდარში თარიღს შეეცვლება წითელი ფერი ჩვეულებრივი ფერით; 

-თუ გადავიფიქრეთ დასვენების დღის ამოღება სიიდან, მაშინ უნდა დავაწკაპოთ ბრძანებაზე "გაუქმება". 

ფორმის ბრძანებათა მენიუს ზოლში განლაგებულია სტანდარტული ბრძანებები:

 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid) 

Copyright (c) 2011. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!