Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
ცვლილების შაბლონები

ცვლილების შაბლონები არის ქვემენიუ კადრების ბრძანებათა ჯგუფ ცნობარებში შემაავალი ბრძანება (HR => კადრები => კადრები => ცვლილებების შაბლონი), რომლის დანიშნულებაა კონკრეტული პროფესიის პერსონალისათვის სამუშაო გრაფიკის შაბლონის შექმნა. ბრძანებაზე დაწკაპების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "ცვლილებების შაბლონები": 

 

ფორმა წარმოადგენს ცხრილს, რომელსაც აქვს მენიუს ზოლი შემდეგი ბრძანებებით:

ფანჯარას აქვს სტანდარტული ბრძანებები-შენახვა, გასვლა და შემდეგი ელემენტები: 

-დასახელება (Geo და Eng)-ველში იწერება პერსონალის ჯგუფის დასახელება (მაგალითად, მღებავები, მრეცხავები და ა. შ.); 

-სამუშაო დღეები-ჩამოთვლილია კვირის დღეები, რომელთაც აქვთ ღილაკი ჩამრთველები. რომელ დღეებსაც ჩავრთავთ ის დღეები დაიგეგმება სამუშაო დღეებად კონკრეტული ჯგუფის პერსონალისათვის (ტაბელის აღრიცხვა => ჩანართი "დაგეგმვა"); 

-სტატუსი-მოიცავს ორ ღილაკს: უპირატესი, შეჩერებული.

ფორმაში შეიძლება კონტექსტური მენიუს გამოძახება, რომელსაც მენიუს ზოლში განთავსებული ბრძანებების გარდა აქვს შემდეგი ბრძანებები:
  • უპირატესი;
  • შეჩერება-ბრძანებას აქვს იგივე ფუნქცია, რაც ღილაკს "შეჩერებული";
  • გააქტიურება-ბრძანება მენიუში ჩნდება მას შემდეგ, რაც ჩანაწერს მივანიჭებთ სტატუსს "შეჩერებული". მასზე დაწკაპების შემდეგ ჩანაწერი კვლავ აქტიური გახდება.
 

იხილეთ აგრეთვე: 

 

ცხრილი (Grid), ტაბელის აღრიცხვა. 

Copyright (c) 2011. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!