Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
ადმინისტრირება

ადმინისტრირება არის მოდული, რომელიც განკუთვნილია სისტემის ადმინისტრირებისათვის. მოდულს აქვს მენიუ შემდეგი ბრძანებებით:

სათაური 
აღწერა 
სისტემური ცნობარი არის ცნობარი სადაც ინახება სისტემისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ინფორმაცია. იგი წარმოადგენს ადმინისტრირების ბრძანებას (ჩამონათვალის ღილაკი):
  • აქციები-სისტემაში გამოყენებული მოდულები განშტოებებით;
  • სათაურები-მოდულების, მათი მენიუს, ფანჯრების, ფორმების და ა.შ, სათაურები;
  • სისტემური შეტყობინებები-შეტყობინებები, რომელიც გამოაქვს სისტემას შეცდომების შესახებ.
 
უფლებების მართვა წარმოადგენს ადმინისტრირების მოდულის ბრძანებას. იგი შესაძლებლობას აძლევს ადმინისტრატორს სხვადასხვა მომხმარებელს მისცეს სისტემაში წვდომის სხვადასხვა შესაძლებლობა მათი ფუნქციებისა და მოვალეობების შესაბამისად. უფლებების მართვაში შესასვლელად დაიცავით თანმიმდევრობა: ადმინისტრირება => უფლებების მართვა. ეკრანზე გამოვა ფორმა "უფლებების მართვა":

ფორმას აქვს მენიუ შემდეგი ბრძანებებით:
შეავსეთ შემდეგი ველები:
  1. სახელი სისტემაში-ველში იწერება მომხმარებლის სახელი,რომელსაც მას ანიჭებს ადმინისტრატორი და რომლითაც ის შემდგომში შევა სისტემაში;
  2. ახალი პაროლი-ველში იწერება მომხმარებლის პაროლი;
  3. გაიმეორეთ პაროლი-ველში იწერება იგივე პაროლი, რაც ჩაიწერა ზედა ველში;
  4. შენიშვნა... დაწვრილებით 
კომპანიის რეკვიზიტები წარმოადგენს
ადმინისტრირების მოდულის ბრძანებას. მასზე დაწკაპებით (ადმინისტრირება => კომპანიის რეკვიზიტები) ეკრანზე გამოვა ფანჯარა "უფლებების მართვა", სადაც ხდება კომპანიის რეკვიზიტების შეტანა:

ფანჯარას აქვს ჩანართები, სადაც რეკვიზიტების შეტანა ხდება მას შემდეგ, რაც გააქტურდება მონაცემების შესატანი ველები. მათი გააქტიურება ხდება ფანჯრის მენიუს ბრძანება რედაქტირებაზე დაწკაპების შემდეგ. ამ დროს ბრძანებები რედაქტირება და გასვლა მენიუდან გაქრება და მათ ადგილზე გაჩნდება ახალი ბრძანებები: შენახვა და დაბრუნება.
  • კომპანია-ჩანართს აქვს შემდეგი ველები და ღილაკები:
    • სრული დასახელება;
    • მოკლე დასახელება;
    • საიდენტიფიკაციო კოდი;
    • საწარმოს ტიპი (Combo box);
    • ეკონომიკური საქმიანობის (NAEC) კოდი;
    • დღგ-ს გადამხდელი-ღილაკის ჩართვა ხდება იმ... დაწვრილებით 
მოდულების პარამეტრები არის ადმინისტრირების მოდულის ბრძანება (ადმინისტრირება => მოდულების პარამეტრები), მისი დახმარებით ხდება კადრების პროგრამის სხვადასხვა მოდულებისათვის პარამეტრების განსაზღვრა. ბრძანების ღილაკზე დაწკაპების შემდეგ ეკრანზე გამოდის ფორმა "მოდულების პარამეტრები":

ფორმას აქვს ჩანართი "მოდულების პარამეტრები", რომელიც წარმოადგენს ცხრილს პარამეტრების ჩამონათვალით. პარამეტრების ჩამონათვალი ჩანართში მოცემულია იერარქიული ხის ფორმით. პარამეტრების ჩამონათვალი და მათი განლაგება იერარქიულ ხეში განსაზღვრულია სისტემის მიერ.
პარამეტრები დაჯგუფებულია შინაარსის მიხედვით. თითოეულ ჯგუფში გაერთიანებულია შესაბამისი ტიპის პარამეტრები:
  • საბიუჯეტო გადასახადების პარამეტრები
:
  • დამატებული ღირებულების გადასახადი-პუნქტის გააქტიურების შემდეგ ძირითად ფორმაში გამოდის დღგ-ის განაკვეთის ჩასაწერი ველი:
  • ველში ხელით იწერება საგადასახადო კოდექსით დადგენილი დღგ-ის განაკვეთი;

Copyright (c) 2011. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!