Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
ღილაკები
სათაური 
აღწერა 
მარტივი ღილაკი წარმოადგენს ისეთ ღილაკს, რომელზეც მაუსის დაწკაპება გამოიწვევს კონკრეტული ბრძანების შესრულებას.
 
ჩამონათვალის ღილაკი წარმოადგენს ისეთ ღილაკს, რომლის მარჯვენა ან ქვედა კიდესთან მოთავსებულია შავი ფერის ისარი–ჩაშენებული ისარი. ღილაკზე მაუსის დაწკაპებით ეკრანზე გამოვა ამ ღილაკთან დაკავშირებული ბრძანებების სია ან კოლექცია.
 
კომბინირებული ღილაკი წარმოადგენს მარტივი და ჩამონათვალის ღილაკების კომბინაციას. მაუსის უშუალოდ ღილაკზე დაწკაპებით, სრულდება შესაბამისი ბრძანება, ხოლო მარჯვენა ან ქვედა კიდესთან მდებარე ისარზე (მიმაგრებული ისარი) დაწკაპებით გაიხსნება დამატებითი პარამეტრების ან ბრძანებების სია.
 


ღილაკი-მთვლელი წარმოადგენს ისეთ ღილაკს, რომლის საშუალებითაც ხდება დაკავშირებული პარამეტრის რიცხვითი მნიშვნელობის შემცირება ან გაზრდა. 
გადართვის ღილაკები (Radio Buttons) წარმოადგენს ურთიერთგამომრიცხავი პარამეტრების ჯგუფს. მათი საშუალებით შესაძლებელია მხოლოდ ერთი პარამეტრის ჩართვა. ჩართული პარამეტრის შესაბამისი ღილაკი არის მუქი ფერის.
 
ღილაკი-ჩამრთველი წარმოადგენს ისეთ ღილაკს, რომლის საშუალებითაც ხდება რაიმე პარამეტრის ჩართვა–გამორთვა. ასეთ ღილაკს ალამსაც უწოდებენ.
 
Copyright (c) 2011. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!