ქუოტა (Quote):1) რომელი ველი არის ამ ჩამონათვლაიდან კრიტიკული ....
თუ sspMissingIndexes-მა გამოგიტანა სია და მოგთხოვა ცხრილების ინდექსაცია, ეს ნიშნავს, რომ შენ გამოყენებული გაქვს სელექტი
რომელშიც WHERE პირობაში ველები რომლებზეც არა გაქვს ინდექსი და ასეთი სელექტის შესრულებას სავარაუდოდ დასჭირდება დიდი დრო.
იგივე შენიშვნას გამოგიტანს გრაფიკულად XML თუ შეასრულებ დაახლოებით ასეთ ბრძანებას :
BB კოდი:
SET STATISTICS XML ON;
GO
SELECT * FROM <ცხრილის სახელი> WHERE <დაუნდექსებელი სვეტის სახელი> = XXX
SET STATISTICS XML OFF;
GO
ამ სვეტებიდან ყურადღება უნდა მიაქციოთ improvement_measure-ს.
ის არის გამოთვილი avg_total_user_cost, avg_user_impact, user_seeks და user_scans მონაცემების კომბინაციიდან და გიჩვენებთ დაუმუშავებელი ინდექსების კოეფიციენტს.
რაც მაღალია მით უფრო ცუდი...
improvement_measure = avg_total_user_cost * (avg_user_impact / 100.0) * (user_seeks + user_scans)
მაგრამ sspMissingIndexes (რომელიც თავის მხრივ დაფუძნებულია ცხრილებზე sys.dm_db_missing_index_groups mig, sys.dm_db_missing_index_group_stats, sys.dm_db_missing_index_details) არ ნიშნავს, რომ ის ყოველთვის გაძლევს ინდექსების ოპტიმალურად მოწყობის რეკომენდაციას.
ინდექსებს აქვს უარყოფითი თვისებები: (დიდი ადგილი ვინჩესტერზე, შედარებითი დაყოვნება INSERT, UPDATE, DELETE ოპერაციებზე)
ამდენად როცა ადგენ რაიმე ინდექსს, ითვალისწინებ ამ ცხრილში მიმდინარე პროცესებსაც.. რამდენად ხშირად ხდება ცხრილიდან ინფორმაციის ამოკრეფა და მეორე მხრივ რამდენად ხშირად ხდება მასში INSERT,UPDATE, DELETE ოპერაციები.
ქუოტა (Quote):2) საჭიროა თუ არა ბაზის დეფგრამენტაციის ჩატარება ინდექსების დადების შემდეგ ?
ინდექსებს სჭირდება სტატისტიკის განახლება და არა დეფრაგმენტაცია. (თუმცა დეფრაგმენტაცია თავის მხრივ მოიცავს სტატისტიკის განახლებასაც)
რაც შეეხება დეფრაგმენტაციას. მე მოგცემდით ასეთ რეკომენდაციას:
ა) პირველ რიგში გააკეთე ბაზის MDF და LDF ფაილები დიდი (გონივრულად დიდი) მოცულობის ვიდრე ის საჭიროა მონაცემების შესანახად და განათავსე ისინი ცალ-ცალკე ვინჩესტერებზე.
ბ) ამის შემდეგ გააკეთე ამ დისკების დეფრაგმენტაცია (Disk Defragment)
გ) ამის შემდეგ კი ბაზის დეფრაგმენტაცია....
... და შემდეგ დაივიწყე საერთოდ Disk Defragment და ბაზის დეფრაგმენტაციაც.. ის აღარ იქნება საჭირო.. საკმარისი იქნება სტატისტიკის განახლება.
ქუოტა (Quote):3) ყველა რესურსი თუ პროფესიონალი ბაზის .....
"უპრაკონოდ" დადებას რა უარყოფითი თვისებებიც აქვს ეს კი ავღნიშნე უკვე ზემოთ...