YetAnotherForum
სალამი სტუმარს ძებნა | აქტიური თემები | შესვლა | რეგისტრაცია

ფავორიტებში დამატება
საკურსო სხვაობა
lali Offline
#1 Posted : Saturday, May 22, 2010 1:40:37 PM

Rank: Newbie

Medals:

Groups: Registered
Joined: 5/21/2010
Posts: 0
Points: 6
Location: 7777777

Thanks: 0 times
Was thanked: 1 time(s) in 1 post(s)
გამარჯობათ

შეკითხვა- საკურსო სხვაობასთან დაკავშირებით სამწუხარო ინტერპრეტაციას აქვს ადგილი,


საგადასახადო ინსპექციამ წერილობით გვაცნობა, რომ სსკ-228 მუხლის თანახმად ითვლება კომპესაციად და ექვემდებარება კორექტირების დღგ-ს ფაქტურის გამოწერას .


გთხოვ განგვიმარტოთ თქვენი შეფასება - შეხედულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.


პატივისცემით
Sponsor  
 
Apex ltd. http://www.apex.ge
vajaGM Offline
#2 Posted : Saturday, May 22, 2010 4:46:17 PM

Rank: Administration

Medals:

Groups: Administrators
Joined: 10/20/2012
Posts: 106
Points: 327
Location: Tbilisi

Thanks: 0 times
Was thanked: 0 time(s) in 0 post(s)

გამარჯობათ ქალბატონო ლალი

პირველ რიგში, უფრო მეტი კონკრეტიზაციისათვის, კარგი იქნებოდა მოგეყვანათ ის ციტატა, თუ რა ინტერპრეტაციას აკეთებს ამ საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო ინსპექცია.

ჩვენი აზრით იმ წერილში საგადასახადო ინსპექცია აქცენტს აკეთებს სსკ 228 მუხლის „გ“ ქვეპუნქტთან დაკავშირებულ იმპორტის ოპერაციებზე.
სხვა შემთხვევაში, თუ ეს არ ეხება იმპორტის ოპერაციებს, ალბათ საკურსო სხვაობაზეც ზედმეტია საუბარი, რადგან ის უბრალოდ არ იარსებებს ამ დროს.


ჩვენი შეფასება აქ იმდენად არაფერ შუაში იქნება. აქ მთავარია რას გვეუბნება საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობა.

სსკ 228 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში ვკითხულობთ შემდეგს:
ქუოტა (Quote):

1. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხდება იმ შემთხვევაში, თუ :
...................................
გ) ფასების შემცირების ან სხვა მიზეზით შეცვლილია ოპერაციაზე ადრე შეთანხმებული კომპენსაციის თანხა.



მეორე მხრივ კი, იმპორტის შემთხვევაში „დასაბეგრი ოპერაციის თანხა“-ში იგულისხმება „დასაბეგრი იმპორტის“ თანხა, რომელიც თავის მხრივ განსაზღვრულია შემდეგნაირად:
ქუოტა (Quote):

მუხლი 229. დასაბეგრი იმპორტის თანხა
1. დასაბეგრი იმპორტის თანხა ტოლია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულებისა და საქართველოში საქონლის იმპორტისას გადასახდელი გადასახადებისა და მოსაკრებლების თანხების ჯამისა, საქართველოში გადასახდელი დღგ-ის ჩაუთვლელად.


საქონლის საბაჟო ღირებულება კი დგინდება შემდეგი წესით.

ქუოტა (Quote):

თავი VI. საქონლის საბაჟო ღირებულება
მუხლი 31. იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ზოგადი დებულებანი (26.12.2008. N872 ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან)

4. საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება შემდეგი მეთოდებით:
ა) გარიგების ფასის მიხედვით (პირველი მეთოდი);
ბ) იდენტური საქონლის გარიგების ფასის მიხედვით (მეორე მეთოდი);
გ) მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მიხედვით (მესამე მეთოდი);
დ) საქონლის ერთეულის ფასის მიხედვით (მეოთხე მეთოდი);
ე) შედგენილი ღირებულების მიხედვით (მეხუთე მეთოდი);
ვ) სარეზერვო მეთოდით (მეექვსე მეთოდი).

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილში აღნიშნული ყოველი მომდევნო მეთოდი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ დასაბუთებულად ვერ ხერხდება წინა მეთოდის გამოყენება. დეკლარანტს უფლება აქვს შეცვალოს ამ მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდების გამოყენების რიგითობა.


ამდენად, ჩვენი აზრით კანონი ამ ყველაფერზე ამბობს შემდეგს :

თუ საქონლის საბაჟო ღირებულება განსაზღვრულია საბაჟო კოდექსის მუხლი 31-ის 4.ა) პუნქტის მიხედვით, მაშინ საკურსო სხვაობა ვერანაირად ვერ ცვლის „გარიგების ფასს“, რადგან ანგარიშწორება უცხოელ მომწოდებელთან ხდება იგივე ვალუტაში რაც დაფიქსირებულია გარიგებისას.
ხოლო თუ არ იცვლება „საბაჟო ღირებულება“, მაშინ ვერანაირად ვერ შეიცვლება „დასაბეგრი იმპორტის“ და „დასაბეგრი ოპერაციის“ თანხაც.
და თუ არ იცვლება ზემოთჩამოთვლილი პარამეტრები, მაშინ საგადასახადო კოდექსის 228 მუხლის 1.გ) პუნქტის ამოქმედების საფუძველიც აღარ არსებობს.

დასკვნა :

BB კოდი:

ყოველივე ზემოთაღნიშნულისგან გამომდინარე, ჩვენი აზრით, საკურსო სხვაობის წარმოშობა არ უნდა იქნას განხილული „დასაბეგრი ოპერაციის“ შეცვლის საფუძვლად და ამდენად არც „დასაბეგრი ოპერაციის თანხის“ კორექტირება არ უნდა მოხდეს.


შენიშვნა :

მიუხედავდ ჩვენი მსჯელობისა, ალბათ უფრო მეტი სიზუსტისთვის დიდ დახმარებას გაგვიწევდა თვითონ საგადასახადო ინსპექსიიც მიერ გაკეთებული კომენტარები.


პატივისცემით

ქუოტა (Quote):
Users browsing this topic
Guest
ფავორიტებში დამატება
Forum Jump  
თქვენ არ შეგიძლიათ დაწეროთ ახალი თემა ამ ფორუმში.
თქვენ არ შეგიძლიათ გასცეთ პასუხი, თემას, ამ ფორუმში .
თქვენ არ შეგიძლიათ წაშალოთ თქვენი პოსტი ამ ფორუმში.
თქვენ არ შეგიძლიათ ჩაასწოროთ თქვენი პოსტი ამ ფორუმში.
თქვენ არ შეგიძლიათ შექმნათ გამოკითხვა ამ ფორუმში.
თქვენ არ შეგიძლიათ ხმის მიცემა ამ ფოუმში.

YAFVision Theme by Jaben Cargman (Tiny Gecko)
Powered by YAF | YAF © 2003-2009, Yet Another Forum.NET
This page was generated in 0.148 seconds.