Rank: Administration
Medals: Groups: Administrators
Joined: 10/20/2012 Posts: 106 Points: 327 Location: Tbilisi
Thanks: 0 times Was thanked: 0 time(s) in 0 post(s)
|
მოგესალმებით ქალბატონო ლალი.
თქვენს მიერ დასმული შეკითხვა საკმაოდ აქტუალურია. შევეცდებით მოკლედ გიპასუხოთ ამ საკითხთან დაკავშირებით...
სააღრიცხვო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შეფასება და მოწონება ხდება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ, დამტკიცებით კი მას ამტკიცებს დირექტორთა საბჭო.
სააღრიცხვო პოლიტიკის მომზადება:
1. სააღრიცხვო პოლიტიკის ფორმირების მიზნით სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელობა ქმნის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისაგან დაკომპლექტებულ კომისიას. რომელშიც შედიან საბუღალტრო, საფინანსო, ტექნიკური განყოფილების, იურისტებისა და სხვადასხვა განათლების მქონე სპეციალისტები. 2. კომისია აფორმირებს სააღრიცხვო პოლიტიკის პროექტს აქტივების, ვალდებულებების, საკუტარი კაპიტალის, შემოსავლებისა და ხარჯების მიმართ: - იგი გამოავლენს, გაანალიზებს და შეაფასებს სხვადასხვა ფაქტორებს და შემდეგ შეარჩევს საბურალტრო აღრიცხვის ყველაზე მისაღებ მეთოდებსა და ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების წესს - განსაზღვრავს საფინანსო ანგარიშგების შედგენისათვის საჭირო ინფორმაციის მოპოვების წესს - მის მიერ შექმნილ სააღრიცხვო პოლიტიკის პროექტს აძლევს შიდა ნორმატიული დოკუმენტის სახეს - აფორმირებს თანამდევრობრივ ინსტრუქციებსა და წესებს, საბუთბრუნვის სქემას და სხვა.. შემდეგ კი დირექტორატი ცალკეული ბრძანებების სახით ამტკიცებს მათ ინსტრუქციებისა და ნორმატიული დოკუმენტების სახით. ცვლილებები სააღრიცხვო პოლიტიკაში: სააღრიცხვო პოლიტიკაში ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს, თუ : - ეს გამოწვეულია ცვლილებებით შესაბამის საკანმომდებლო აქტებში - ასევე კომპანიის გადაწყვეტილებით, როცა ხდება სააღრიცხვო პოლიტიკის შემდგომი დახვეწა და გაუმჯობესება.
მართალია ეს პასუხი ვერ ჩაითვლება სრულიად ამომწურავ პასუხად, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ გარკვეულწილ დახმარებას მაინც გაგიწევთ..
უღრმესი პატივისცემით,
აპექსისაგან
|