თუ ფუნქცია დაწერილია როგორც inline table-valued ფუნქციის სახით, მაშინ წარმადობაში სხვაობა არის ძალიან დიდი.
stored procedures და multi-line table-valued functions სრულდება ცალკე. მათ გადაეცემათ პარამეტრები და უკან ბრუნდება ობიექტი.
inline table-valued ფუნქცია კი განიხილება, როგორც View (როგორც წინასწარ განსაზღვრული ობიექტი). ე.ი. ნებისმერ SELECT-ში ფუნქცვიის
დახმარებით ფუნქციის სახელი იცვლება View–თ და ის გადაეცემა ოპტიმიზატორს. ამას კი შეუძლია მოგვცეს უზარმაზარი სხვაობა წარმადობის კუთხით.
ალბათ დაგებადებათ კითხვა, მაშინ რატომ არ უნდა გამოვიყენოთ თვითონ View. იმიტომ, რომ მას არა აქვს პარამეტრები.
ბევრი რაიმე რთულ SELECT–ს წერს Stored Procedure–ში რაც შეცდომაა და ამით ის საგრძნობლად აგებს წარმადობაში.