YetAnotherForum
სალამი სტუმარს ძებნა | აქტიური თემები | შესვლა | რეგისტრაცია

ფავორიტებში დამატება
SQL server Partitioning
achiko Offline
#1 Posted : Saturday, January 29, 2011 9:22:23 PM

Rank: Member

Medals:

Groups: Registered
Joined: 6/20/2010
Posts: 12
Points: 36
Location: Georgia

Thanks: 0 times
Was thanked: 1 time(s) in 1 post(s)
ახლა შვეცდები აღვწერო ჩემი პრობლემა.

მაქვს ბაზა სადაც ინტენსიურად მეზრდება მონაცემები, დღეში მეზრდება სადღაც 200 000 ჩანაწერით. თეორიულად ეს რაოდენობა უახლოეს ერთ თვეში და მიაღწევს 500 000 ახალ ჩანაწერს დღეში.

ჯერ ჯერობით ყველაფერი კარგადაა თუმცა ვატყობ რომ სქლ - სერვერი უკვე იწყებს მეხსიერების შეჭმას. ამჟამად ასულია 4 გბ. ზე. სერვერის რესურსი კიდე 8 გბ. ია. წესით ეს მონაცემები რომლებიც ინახება ბაზაში შემდეგ აღარ მჭირდება, ნუ ისტორიის ვარიანტში მჭირდება მაგრამ აპლიკაციისთვის არაა აქტუალური. (ფინანსური მონაცემებია).


მირჩიეს რომ Partitioning გააკეთეო... წავიკითხე რაღაც ლიტერატურა ამ Partitioning ის შესახებ მაგრამ ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი მაქვს რამოდენიმე კითხვა და იქნებ დამეხმაროთ.


1) როგორ დავყო ნაწილებად ? ანუ ერთ Partition - ში რამდენი მონაცემი შევინახო რომ ბაზის ეფექტურობა შევინარჩუნო. ?
2) როგორ აისახება ეს მეხსიერებაზე ? მეყოფა ამ მაშტაბის მონაცემებისთვის 8 გბ. მეხსიერება ?
3) შეიძლება თუ არა მუშა ბაზაზე Partitioning - ის გაკეთება ? თუ უნდა გავაჩერო დროებით ?


იქნებ მირჩიეთ კარგი რესურსი სადა გამოცდილი ხალხი წერს ამ თემაზე... ისეთ მდგომარეობაში ვარ ექსპერიმენტებსაც ვერ ვატარებ. კი მაქვს საექსპერიმენტო სერვერი მაგრამ რეალურ მანქნაზე როგორ მოიქცევა არ ვიცი :(

მიშველის კი ეს Partitioning ? თუ სხვა რამე მაქვს გასაკეთებელი.






Sponsor  
 
Apex ltd. http://www.apex.ge
Guest
#2 Posted : Tuesday, February 08, 2011 4:38:03 PM

Rank: Guest

Medals:

Groups:
Joined: 3/22/2010
Posts: 7
Points: 369

Thanks: 0 times
Was thanked: 0 time(s) in 0 post(s)
გამარჯობა არჩილ

Partitioning - ის გამოყენებით რათქმაუნდა ამ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ ..

ქუოტა (Quote):
წესით ეს მონაცემები რომლებიც ინახება ბაზაში შემდეგ აღარ მჭირდება, ნუ ისტორიის ვარიანტში მჭირდება მაგრამ აპლიკაციისთვის არაა აქტუალური. (ფინანსური მონაცემებია).



თუ გავითვალისწინებთ თქვენს ამ პირობას იქნებ Partitioning - ი სულაც არ იყოს თქვენთვის ყველაზე კარგი გადაწყვეტილება.


უფრო ზუსტი და თქვენთვის სასარგებლო რჩევა, რომ მოგცეთ, კარგი იქნება თუ დააკონკრეტებთ შემდეგ საკითხებს:

1. რამდენი (და რა ტიპის) სვეტისგან შედგება ეს თქვენი ცხრილი. უმჯობესია თუ აჩენებთ სტრუქტურას და მიუთითებთ რომელ სვეტებზე რა ინდექსებს იყენებთ.
ასევე რა პირობით აკეთებთ ამოკითხვას ამ ცხრილიდან (რომელ სვეტებს უყენებთ კრიტერიუმებს ხშირად)
2. აქვს თუ არა ამ ცხრილს სხვა ცხრილებთან კავშირი (Relationhip) და თუ აქვს რომელ სვეტებზე. (კარგი იქნება თუ პირველი დონის Relationhip სკრიპტებსაც აჩვენებთ)
3. წერთ, რომ ძველი მონაცემები გჭირდებათ ისტორიისთვის. რა ინტენსივობით და რა პირობებით (კრიტერიუმებით) მიმართავთ უფრო ხშირად ამ ისტორიულ ცხრილს.
4. მუშაობს თუ არა მთელი დღე-ღამის განმავლობაში აპლიკაცია და თუ მუშაობს, არის თუა არა ისეთი დროის მონაკვეთი, როცა ჩაწერის ინტენსივობა იკლებს (მაგ. ღამით)
Users browsing this topic
Guest
ფავორიტებში დამატება
Forum Jump  
თქვენ არ შეგიძლიათ დაწეროთ ახალი თემა ამ ფორუმში.
თქვენ არ შეგიძლიათ გასცეთ პასუხი, თემას, ამ ფორუმში .
თქვენ არ შეგიძლიათ წაშალოთ თქვენი პოსტი ამ ფორუმში.
თქვენ არ შეგიძლიათ ჩაასწოროთ თქვენი პოსტი ამ ფორუმში.
თქვენ არ შეგიძლიათ შექმნათ გამოკითხვა ამ ფორუმში.
თქვენ არ შეგიძლიათ ხმის მიცემა ამ ფოუმში.

YAFVision Theme by Jaben Cargman (Tiny Gecko)
Powered by YAF | YAF © 2003-2009, Yet Another Forum.NET
This page was generated in 0.087 seconds.