შევსება არის სისტემის მოდული "ლოგისტიკა" მენიუს ბრძანება, მისი დანიშნულებაა შეკვეთების ავტომატურად ფორმირება.
ბრძანების გამოყენების შედეგად, ეკრანზე გამოვა ფორმა „მარაგის შევსება“:
ფორმას აქვს შემდეგი გრაფები, რომელთა დახმარებითაც ხდება ცხრილის გაფილტვრა:
-საწყობი (Combo Box)-ვირჩევთ საწყობს რომლისათვისაც უნდა გაკეთდეს შეკვეთა;
-მომწოდებელი (Combo Box)-გრაფაში ირჩევენ მომწოდებელს;
-კატეგორია (Combo Box)-ვირჩევთ შესაკვეთი საქონლის კატეგორიას;
-მწარმოებელი (Combo Box)-ირჩევენ საქონლის მწარმოებელს.
ფორმა „მარაგის შევსება“ წარმოადგენს ცხრილს, რომელსაც აქვს მენიუს ზოლი შემდეგი ბრძანებებით:
ფორმა წარმოადგენს ცხრილს, სადაც მოცემულია მიმღები საწყობი, მომწოდებელი და საქონლის მიღების თარიღი. თითოეულ სტრიქონს აქვს გაფართოების
-ღილაკი, მისი გამოყენებით ცხრილში გამოჩნდება შეკვეთის დეტალები, ხოლო გაფართოების ღილაკი გადაიქცევა შეკუმშვის
-ღილაკად.
შეკვეთის გენერაციისათვის საჭიროა ცხრილში სტრიქონების მონიშვნა (ყველა სტრიქონის მოსანიშნად გამოიყენეთ მენიუს შესაბამისი ბრძანება ან Ctrl+A, ცალკეული სტრიქონის მონიშვნისათვის გამოიყენეთ მაუსი ან Space-კლავიში).
ფორმას აქვს მენიუ სტანდარტული ბრძანებებით:
ფორმირებული შეკვეთების ნახვა შესაძლებელია შეკვეთებში, თუ ფორმაში "ნაშთების ავტომატიზაცია" არჩეულია გარე მომწოდებელი (სვეტში "მომარაგების საწყობი"), სხვა შემთხვევაში შეკვეთები გამოჩნდება დაგეგმილ შეკვეთებში.
|
იმისათვის, რომ შეკვეთა წარმატებით დაგენერირდეს საჭიროა დადგენილი მინიმუმი და მაქსიმუმი იყოს ყუთში საქონლის რაოდენობის ჯერადი. |
იხილეთ აგრეთვე:
|
Copyright (c) 2016. All rights reserved.
|
|
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!
|