Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
ჯგუფის დაჯამების რედაქტირება

ჯგუფის დაჯამების რედაქტირება არის ცხრილში სვეტის სათაურზე გამომავალი კონტექსტური მენიუს ბრძანება. იგი მენიუში გამოჩნდება, მხოლოდ დაჯგუფების შემდეგ. მისი დახმარებით ხდება ჯგუფის დაჯამების დარედაქტირება ჩვენი მოთხოვნების შესაბამისად. ამისათვის დაჯგუფებული სვეტის სათაურის კონტექსტურ მენიუში ავირჩიოთ ბრძანება „ჯგუფის დაჯამების რედაქტირება“

 

პირველ გვერდზე „სვეტები“ განთავსებულია ღილაკი ჩამრთველირაოდენობა“ (Count), რომელიც ავტომატურად ჩართულია. მისი ჩართვის შემდეგ თითოეულ დაჯგუფებულ სტრიქონზე გამოჩნდება ჩანაწერების რაოდენობის მაჩვენებელი ჩანაწერი (მაგ. Count=1), გამორთვის შემთხვევაში-ჩანაწერი არ გამოჩნდება . ქვემოთ განთავსებული არის სვეტების ჩამონათვალი, რომლებზეც შეიძლება ჩავრთოთ ან გამოვრთოთ მაჯამებელი მონაცემები ღილაკი ჩამრთველების (მაქსიმალური, მინიმალური, საშუალო, ჯამი) საშუალებით. მაგალითად, თუ სვეტს „თანხა (ლ)“ ჩავურთავთ ალამს „ჯამი“, დაჯგუფებაში თითოეულ სტრიქონს მიეწერება მასში გაერთიანებული ყველა ჩანაწერის ჯამი. 

მეორე გვერდზე „თანმიმდევრობა“, შეგვიძლია გადასაადგილებელი ისრების მეშვეობით შევცვალოთ დამაჯამებელი მონაცემების (სვეტების) თანმიმდევრობა: 

 

Copyright (c) 2016. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!