Apex ERP Documentation
შინაარსიIndexHome
PreviousUpNext
ფორმები

ფორმები არის ბუღალტერიის მენიუს ბრძანება, რომლის დანიშნულებაა ბუღალტრული გატარებებისათვის შექმნილი შაბლონებისათვის სტანდარტული ფორმების შექმნა. 

ბრძანების გამოყენებით „ფორმები“ ეკრანზე გამოდის იმავე დასახელების ფორმა. 

 

ფორმას აქვს ცხრილის სახე, ცხრილი შედგება სამი სვეტისაგან:

  1. ID-ფორმის იდენტიფიკატორი
  2. დასახელება-ფორმის დასახელება, რომელშიც გადმოცემულია მისი დანიშნულება;
  3. სტატუსი;
ფორმის მენიუს ზოლში განთავსებულია სამი ღილაკი–ჩამრთველი (ალამი):
  1. შენიშვნა-ალმის ჩართვით ეკრანზე გამოდის ჩანართი „ფორმის დანიშნულება“;
  2. ოპერაციები-ალმის ჩართვით ეკრანზე გამოდის ჩანართიფორმაზე ჩაბმული ოპერაციები“, სადაც მოცემულია ოპერაციის კოდი, ოპერაციის დასახელება და დოკუმენტის დასახელება;
  3. ოპერაციის დეტალები-ალმის ჩართვით ეკრანზე გამოდის ჩანართიოპერაციის დეტალები“, სადაც მოცემული ოპერაციის კოდი, დებეტისა და კრედიტის ანგარიშები, ოპერაციის დეტალები (შინაარსი).
მომხმარებელს შეუძლია ჩანართები სურვილისამებრ განალაგოს ეკრანზე. ყველა ჩანართს მარჯვენა ზედა კუთხეში აქვს ღილაკი- , რომლის საშუალებითაც შესაძლებელი ჩანართების დამალვა და ისრის მიახლოებისას მათი ეკრანზე გაშლა. 

ფორმას აქვს ბრძანებები;

 

ფანჯარას აქვს შემდეგი სვეტები:

  1. ფორმის ID-სვეტში იწერება ფორმის იდენთიფიკატორი;
  2. დასახელება-ფორმის დასახელება;
  3. სტატუსი-ფორმის სტატუსი განსაზღვრავს მის შესაძლებლობას გამოყენებულ იქნას თუ არა ოპერაციის შაბლონში (თუ სტატუსი არის "1" მაშინ შეიძლება ამ ფორმის გამოყენება შაბლონში აწყობა).
სტატუსის ქვემოთ დიდ ზომის ცარიელ სვეტში იწერება თუ რომელი შაბლონისათვის (შაბლონებისათვის) გამოიყენება ფორმა, რით განსხვავდება იგი სხვა ფორმებისაგან და სხვა ინფორმაცია ფორმის შესახებ. სვეტში ჩაწერილი ტექსტი გამოჩნდება ჩანართში „ფორმის დანიშნულება“. ჩანართში "ფორმაზე ჩაბმული ოპერაციები" მოქმედებების შესრულება შეიძლება მთავარი მენიუდან, დამატების (ან რედაქტირების) დროს გამოდის ოპერაციის შაბლონის ფანჯარა. 

ფორმაში „ფორმები“ და მის ჩანართებში მოქმედებები სრულდება კონტექსტური მენიუს დახმარებითაც. 

 

იხილეთ ასევე: 

 

ცხრილი (Grid)

სათაური 
აღწერა 

ფორმების გამოყენება ოპერაციებში

 

მემორიალური ორდერი-მემორიალური ორდერის საშუალებით ხდება ნებისმიერი სტანდარტული ბუღალტრული ოპერაციის გატარება კომპანიის შიდა ანგარიშებს შორის. წარმოადგენს ზოგადი ბუღალტრული გატარების ფორმას, რომლებსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID). 
სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერი-სალაროს შემოსავლისა და სალაროს გასავლის ორდერის საშუალებით ხდება, ფულადი სახსრების სტანდარტული ბუღალტრული ოპერაციების გატარება. წარმოადგენს ზოგადი ბუღალტრული გატარების ფორმებს, რომლებსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID). 
დებიტორული და კრედიტორული დავალიანების დაფარვა-ფორმები გამოიყენება როგორც დებიტორული, ასევე კრედიტორული დავალიანების დასაფარად (ნაღდი, უნაღდო). თითოეული ფორმა წარმოადგენს ზოგადი ბუღალტრული გატარების ფორმას, რომლებსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID). 
საქონლის ფორმები, წარმოება, მომსახურება-ფორმები გამოიყენება საქონლის შეძენის, წარმოების, ასევე საკუთარი მასალით მომსახურების გაწევის დროს. თითოეული ფორმა წარმოადგენს ზოგადი ბუღალტრული გატარების ფორმას, რომლებსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID). 
რეალიზაციის ფორმები-რეალიზაციის ფორმების საშუალებით ხდება სხვადასხვა სახის ბუღალტრული ოპერაციის გატარება. ფორმები გამოიყენება, როგორც საბითუმო, საცალო ასევე ექსპორტით რეალიზაციისათვის. წარმოადგენს ზოგადი ბუღალტრული გატარების ფორმებს, რომლებსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID). 
ძირითადი საშუალებები-ძირითადი საშუალების ფორმების საშუალებით ხდება სხვადასხვა სახის ბუღალტრული ოპერაციის გატარება. ფორმები გამოიყენება ძირითადი საშუალებების რეგისტრაციის, გადაადგილების, ლიკვიდაციის, წარმოების, დაშლის, ძირითადი საშუალების დაშლას ძირითად საშუალებად და საქონლად, ძირითადი საშუალების დაშლას სქონლად, იმპორტის, რეალიზაციის და ჩამოწერისათვის. თითოეული ფორმა წარმოადგენს ზოგადი ბუღალტრული გატარების ფორმას, რომლებსაც მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი (ID). 
Copyright (c) 2011. All rights reserved.
რას ფიქრობთ ამ თემაზე? მოსაზრების გაგზავნა!