აპექსი
ხელფასები უფასო
ფორუმი
BugNet
Help
აპექსის აკადემია
ნავიგაცია
 
    რადგან ხშირია მოთხოვნა სადემონსტრაციო პროგრამის, გადავწყვიტეთ ჩვენს საიტზე დაგვედო სადემონსტრაციო მონაცემთა ბაზა. ნებისმიერ მსურველს შეუძლია გადაწეროს საინსტალაციო პაკეტი და დააყენოს თავის კომპიუტერზე.

ამ სადემონსტრაციო ვერსიის მიზანია რომ, ყველა დაინტერესებულ პირს შეექმნას წარმოდგენა ჩვენს პროდუქტებზე. დემო ვერსიაში არ არის ბევრი მოდული (ადმინისტრირება, კადრები და ხელფასები, დისტრიბუცია, ლოგისტიკა და სხვა).

იმისათვის, რომ დააყენოთ პროგრამა, უნდა კმაყოფილდებოდეს შემდეგი პირობები:
  1. ოპერაციული სისტემა WINDOWS.
  2. .NET Framework 3.5 SP1

რადგან მონაცემთა ბაზა განთავსებულია ჩვენს სერვერზე, მუშაობისათვის საჭიროა ინტერნეტში ჩართვა.

პროგრამის დაყენების ინსტრუქცია:

  1. ჩამოტვირთეთ APEX ERP – ს სადემონსტრაციო ვერსიის საინსტალაციო პაკეტი აქედან:
    DEMO
  2. გაუშვით ინსტალაცია.
  3. დასრულების შემდეგ გაუშვით პროგრამა.
  4. სერვერის სახელში უნდა ეწეროს SUPPORT.APEX.GE,14337
  5. ბაზის სახელში – AXTEST
  6. მომხმარებლის სახელი: demo
  7. მომხმარებლის პაროლი (აუცილებლად პატარა ასოებით): demo


ამის შემდეგ Login ღილაკზე დაჭერით შედიხართ პროგრამაში და აკეთებთ პროგრამის გავახლებას სურათზე მოცემული განახლების ღილაკის საშუალებით.



პირველი განახლების დროს საჭროა შეიტანოთ სახელი და პაროლი. ჩვენს შემთხვევაში ორივე ადგილზე ჩაიწერება: demo



განახლებისათვის ვაჭერთ ჯერ პირველ ღილაკს (Check For Update), შემდეგ მეორეს (Update).

განახლების დამთავრებისთანავე პროგრამა თვითონ გადაიტვირთება. თავიდან ჩაწერთ სახელს და პაროლს (იხ. პირველი სურათი).

კითხვები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ მისამართზე lado@apex.ge ან ჩვენს ფორუმზე http://support.apex.ge/forum . ვეცდებით ოპერატიულად და ამომწურავად გიპასუხოთ.


APEX-ERP სისტემის განახლების მოკლე ინსტრუქცია

APEX-ERP სისტემის მოდულებსა და მონაცემთა ბაზაში შეტანილი ცვლილებების და ახალი მოდულების რეგისტრაციის მიზნით APEX-ERP-ში ჩაშენებულია სპეციალური „განახლების“ მოდული, რომელიც ინტერნეტის საშუალებით შპს „აპექსი“-ს სერვერიდან ახორციელებს სისტემისა და მონაცემთა ბაზის განახლებას.
ქვემოთ მოცემულია სისტემის განახლებისათვის საჭირო ქმედებების ჩამონათვალი:
  1. იმისათვის, რომ მოვახდინოთ APEX-ERP სისტემის განახლება, საჭიროა შევიდეთ პროგრამის მენიუში და ავირჩიოთ პუნქტი „მოდულების მართვა“ (იხ. სურათი)



  2. პირველი პუნქტის შესრულების შემდეგ ეკრანზე ჩნდება განახლების სპეციალური ფორმა (იხ.სურათი)



    სადაც ვიჩევთ შესაბამის ღილაკს „Update“~ მას შემდეგ, რაც დავაჭერთ ღილაკ (Update)- ს, ეკრანზე ჩნდება დამტებითი ფორმა, სადაც მენიუში, „Cheek For Updates“ - ს ღილაკით ხდება სისტემაში არსებული სიახლეების მოძიება. მოძიებული სიახლეები ავტოვატურად მონიშნულია ყვითელი ფერით (იხ. სურათი)



    მოდულების საბოლოო დადასტურებისათვის და მათი ასახვისათვის APEX-ERP სისტემაში, საჭიროა მოვახდინოთ ღილაკ Update-ზე ხელის დაჭერა, რომლის შემდეგაც დაიწყება მოდულების განახლება (იხ. სურათი)



  3. განახლების შემდგომ საჭიროა გადაიტვირთოს APEX-ERP სისტემა.

  4. გადატვირთვის შემდეგ ახალი მოდულის დამატების შემთხვევაში სისტემა გამოიტანს შეტყობინებას (იხ. სურათი)



    ახალი მოდულის გააქტიურება ხდება მოდულების მართვის ფორმიდან (იხ.სურათი)



  5. ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების თანმიმდევრულად შესრულების შემდეგ მუშაობს სისტემის განახლებული ვერსია.










 
მოითმინეთ ...